ილონ მასკის რეაქცია, როცა გაიგო, რომ 1953 წლის წიგნში მისი სახელი "იწინასწარმეტყველეს"
პლანეტა მარსის ხსენებისას პირველი ადამიანი, რომლის სახელიც გონებაში ამოგვიტივტივდება, ილონ მასკია. ეს გასაკვირი სულაც არაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ SpaceX-ის თანადამფუძნებელი და CEO მარსის კოლონიზაციაზე საკმაოდ ხშირად საუბრობს. ამის ფონზე, კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო ჩანს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის "აღმოჩენა", რომლის მიხედვითაც, ილონ მასკის სახელი 1953 წლის წიგნში მარსის კოლონიზაციის პროცესის აღწერისასაა ნახსენები.
ამ სახალისო დამთხვევის შესახებ ილონ მასკმა და მისმა გამომწერებმა 2020 წლის დეკემბერში, ილონის ტვიტის კომენტარებში შეიტყვეს. ილონმა ცნობილი ფილმიდან, Young Frankenstein-დან ბედისწერის შესახებ ფრაზა დატვიტა. კომენტარებში მას ერთ-ერთმა გამომწერმა, Toby Li-მ უპასუხა: "სანამ ბედისწერაზე ვსაუბრობთ, იცოდი, რომ ვონ ბრაუნის 1953 წლის წიგნში, სახელად Mars Project ადამიანი, სახელად ილონია ნახსენები, რომელიც კაცობრიობას მარსზე წაიყვანს? სიგიჟეა".
გამომწერმა ამის საილუტრაციოდ კომენტარს თან წიგნიდან ფოტოც დაურთო. რა თქმა უნდა, ამით ილონ მასკი მაშინვე დაინტერესდა და კომენტარის ავტორს ჰკითხა, რამდენად შეესაბამებოდა ეს ამბავი სიმართლეს.
სიმართლეს ნათელი მეორე მომხმარებელმა, Pranay Pathole-მა მოჰფინა. მან ილონ მასკს ნაწარმოების ინგლისური ვერსიის ფოტო შესთავაზა და განმარტა, რომ წიგნში მარსის კოლონიზაციასთან დაკავშირებით "ილონი" მართლაც ნახსენებია, თუმცა ეს არა პერსონაჟის სახელი, არამედ კონკრეტული პოზიციის დასახელებაა.
"მარსის სახელმწიფოს 10 ადამიანი უძღვებოდა, რომელთა შორისაც ლიდერი საყოველთაო კენჭისყრით 5 წლის განმავლობაში აირჩიეს და 'ილონის' წოდება მიანიჭეს", — ვკითხულობთ წიგნში.
როგორც ჩანს, ამ დამთხვევამ თავად ილონ მასკიც გაამხიარულა და ტვიტერის ბიოგრაფიის განყოფილებაში დროებით "მარსის იმპერატორი" დაიწერა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები