საქპატენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს — რა ვიცით საქმეზე
საქპატენტის ყოფილი ხელმძღვანელი, მინდია დავითაძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, მოტივი იყო ის, რომ თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დანიშნა.
მის გათავისუფლებას წინ უძღოდა შრომითი დავა, რომელზეც On.ge აგვისტოში წერდა. კერძოდ, საქპატენტის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი კასრაძე დავითაძეს უკანონო დავალებების მიცემაში ადანაშაულებდა. 5 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი კასრაძის შრომის უფლებების უკანონო შეზღუდვა დაადგინა.
კასრაძემ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე საქპატენტში შრომის ინსპექცია შევიდა და მისი შრომითი უფლებების დარღვევაზე საქპატენტს ადმინისტრაციული სახდელი — გაფრთხილება დააკისრა.
"ეს იყო ჩემი საქმე, დიახ. სახალხო დამცველს მივმართე, მან დამიწერა რეკომენდაცია და ამის შემდეგ შრომის ინსპექციამაც გამოიტანა გადაწყვეტილება, დაეთანხმა სახალხო დამცველის დასკვნას", — თქვა კასრაძემ.
რაც შეეხება დავითაძეს, ის მისი გათავისუფლების ბრძანებას დაუსაბუთებელს, ხოლო შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებას ხარვეზულს უწოდებს.
"ზოგადად, უწყება დამოუკიდებელ ინსტიტუციას წარმოადგენს და მისი ხელმძღვანელი ინიშნება პრემიერის მიერ. გათავისუფლების საფუძვლები ძალიან შეზღუდულია და გათავისუფლების საფუძველი დაეყრდნო, როგორც ჩანს, ამ შრომის ინსპექციის სამსახურის გაფრთხილებას, სხვა საფუძველი მე მგონი, იქ არ არსებობს. ერთი ნიშანდობლივი არის ის, რომ შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, ანუ სასამართლო გადაწყვეტილებაც კი არ არის მიღებული, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა პრემიერმა", — აცხადებს ის.
დავითაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია მისი გათავისუფლებისთვის "ხელოვნური საფუძვლის მიზნით" იყო შესული და რეალური მიზეზი არის "პოლიტიკური ნიშნით დევნა".
"ჩემი პოლიტიკური ნიშნით დევნის მიზნით შრომის ინსპექცია შემოვიდა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ხელოვნურად შექმნილიყო რაიმე ტიპის საფუძველი, თითქოსდა ვიღაც თანამშრომლის შრომის უფლებებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას მთავრობის ადმინისტრაცია აჩქარებდა — შემჭიდროებულ ვადებში იქნა მიღებული, ჩვენგან ინფორმაციაც ასევე შემჭიდროებულ ვადებში მოითხოვეს. ზოგადად, გადაწყვეტილება, რაც შრომის ინსპექციამ გამოსცა, იყო გაფრთხილება უწყების და ჩვენ, ბუნებრივია, დავიწყეთ სამართლებრივი პროცედურა სასამართლოში, პროცესები უნდა წარმართულიყო, გარკვეულიყო რეალობა, თუმცა მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", — აცხადებს ის.
დავითაძე აღნიშნავს, რომ ბრძანება უკვე გაეგზავნა, მაგრამ მისი გათავისუფლება დასაბუთებული არ არის.
"მე არანაირი დასაბუთება არ ჩამბარებია და საინტერესოა, რა იქნება. ბრძანება გამოიგზავნა, მაგრამ ბრძანება უნდა იყოს დასაბუთებული, ასე არ ხდება, რომ დამოუკიდებელი უწყების ხელმძღვანელი ინიშნებოდეს, ხელისუფლებაში ვიღაც სხვა მოდიოდეს და ის ცვლიდეს ხელმძღვანელს. დასაბუთებაში მეეჭვება რამე ჩაიწეროს, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა გიორგი გახარიასთან დაკავშრებით", — თქვა მან.
მისივე განცხადებით, ის შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილსაც, რომელმაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განცახდების დაწერა მოსთხოვა.
"ილია დარჩიაშვილმა მომთხოვა განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, იმ მოტივით, რომ დანიშნული ვარ წინა პრემიერის — გიორგი გახარიას მიერ. სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი არგუმენტები, ვერ მოვისმინე. მოთხოვნის მიუხედავად, რა თქმა უნდა განცხადება არ დავწერე, ვინაიდან საქპატენტი გახლავთ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩემს უარს ხელი არ შეუშლია პრემიერმინისტრისთვის უკანონოდ გავეთავისუფლებინე", — აცხადებს ის.
ირაკლი კასრაძე მინდია დავითაძეს უკანონო დავალებების მიცემაში ადანაშაულებდა. ის ამბობდა, რომ ხელმძღვანელი მისგან ტელეკომპანია მთავარი არხის რეგისტრაციის გაჭიანურებას ითხოვდა. მან დავითაძის ქმედებების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას განცხადებით 2020 წლის 30 ივლისს მიმართა.
კასრაძე On.ge-სთან აცხადებდა, რომ საქპატენტის ხელმძღვანელისგან მიიღო უკანონო დავალება, რომლის მიხედვით, პრობლემები უნდა შეექმნა გაერთიანებული ოპოზიცია — ძალა ერთობაშიასა და მთავარი არხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ამ დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა, ბაზაზე წვდომა შეუზღუდეს და უფუნქციოდ დატოვეს.
ის ამბობდა, რომ მეორე დღეს, მან გაერთიანებული ოპოზიციის სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირა, რის გამოც მინდია დავითაძემ დაიბარა და უთხრა, რომ თუ მთავარი არხის ნიშანზეც იგივე განმეორდებოდა, საკადრო ცვლილებები შეეხებოდა.
კასრაძის თქმით, ბაზაზე წვდომის გამორთვის შემდეგ, მისი უფლებამოსილება სხვას გადააბარეს. მან გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა და ხელმძღვანელის ქმედებების კანონიერების შესწავლა მოითხოვა. საქპატენტში კი ირწმუნებოდნენ, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ირგვლივ კასრაძის ქმედებები რეგისტრაციის პროცესის პოლიტიკური მიზნებით შესაძლო გამოყენების შესახებ კითხვებს აჩენდა, ამიტომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა დელეგირებული უფლებამოსილება და მთავარი არხის სასაქონლო ნიშანი კასრაძის გარეშე დარეგისტრირდა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები