14-16 ივნისს საქართველოს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან, ვიცე-პრემიერთან, დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან.

საქართველოში ყოფნისას ჰელგა შმიდი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვევა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ის, ასევე, საოკუპაციო ხაზია მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში წყლის მომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.