თბილისის რამდენიმე უბანში შუქი მოვიდა. როგორც ჩანს, ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო.

სხვადასხვა უბანში მცხოვრები მოქალაქეები, სადაც შუქი იყო გათიშული აცხადებენ, რომ მათთან ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

რა გახდა შუქის მასიურად გათიშვის მიზეზი უცნობია. On.ge ისევ ელოდება პასუხებს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან, თელასისა და ენერგო პრო ჯორჯიასგან.

თბილისის რამდენიმე უბანსა და რეგიონების ნაწილში შუქი დაახლოებით ერთი საათის წინ გაითიშა. როგორც On.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, შუქი არ არის რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშიც. ვცდილობთ გადამოწმებას მიეწოდება თუ არა ელექტროენერგია სხვა რეგიონებს.

ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების პრესსამსახურებშიი On.ge-ს განუცხადეს, რომ მიზეზებს არკვევენ.