ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ აჭარაში პარტიის ოფისი გახსნა. მისი თქმით, ბათუმის ოფისს უხელმძღავნელებს ირაკლი თავდგირიძე, ხოლო აჭარის მიმართულებას — ირაკლი მიქელაძე.

"მთავარი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი საკითხი იქნება მიღეწული კოლეგიალურად, აქ იქნება ყოველდღიურად მოქმედი ბორდი, სადაც მიიღებენ მონაწილეობას ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იქნებიან ჩართულნი გადაწყვეტყილების მიღების პროცესში. არცერთ შემთხვევაში, ეს არ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებები", — თქვა მან.

გახარიას განცხადებითვე, დღეს ბათუმში გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოც, სადაც ის "პრინციპული" მიმართულებები განიხილეს, რომელიც მათ პროგრამაში იქნება ასახული.

"ეს უახლოესი თვეები და უახლოესი წელი იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონებში მიზიდულობის ძალებზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბათუმისა და აჭარის ფუნქცია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

ჩვენ უნდა გადავიაზროთ ყველაფერი, როგორი უნდა იყოს ტურიზმი, როგორი უნდა გახდეს ქობულეთიდან სარფამდე ჩვენი შავი ზღვის პირეთის სანაპირო, ტურისტული თვალსაზრისით როგორი უნდა იყოს ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ბათუმის აეროპორტი, საზღვაო პორტი, როგორი უნდა იყოს საერთოდ სამშენებლო პოლიტიკა, როგორი ნაწილი უნდა ეჭიროს აჭარის და საქართველოს ეკონომიკაში სანაოსნო განზომილებას", — განაცხადა გახარიამ.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ახალი პარტია საქართველოსთვის და გუნდი 9 ივნისს წარადგინა.