5 წუთის წესი — ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანების იარაღი პროკრასტინაციის წინააღმდეგ
ახლა, როცა ეს სტატია გახსენით, სავსებით შესაძლებელია, რომ სულ სხვა საქმე გქონდეთ გასაკეთებელი. დედლაინები გიახლოვდებათ, თქვენი შემართება და მოტივაცია კი ამის პირდაპირპროპორციულად გშორდებათ. მოკლედ, პროკრასტინაციის კიდევ ერთი, ჩვეული ეპიზოდია.
პროკრასტინაციაზე, იგივე დღემეხვალიეობაზე, ალბათ ბევრი გსმენიათ და არანაკლები წაგიკითხავთ, მათ შორის, On.ge-ზეც. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მისი უმთავრესი მიზეზი დავალების სირთულეა, რაც გარკვეულწილად სტრესს და შფოთვას იწვევს. ამის გამო ვიწყებთ უფრო სასიამოვნო აქტივობებით დაკავების საშუალებების, ან, უბრალოდ რომ ვთქვათ, გასართობის ძიებას.
თუმცა, პრობლემის თავი და თავი ისაა, რომ რაც უფრო ვერთობით, მით ნაკლებად გვსურს საქმის დაწყება. რაც უფრო ვარიდებთ თავს საქმეს, მით მეტად გვიმძაფრდება შფოთვა. საბოლოოდ კი, პროკრასტინაციის შედეგი თითქმის ყოველთვის შფოთვა და შეუსრულებელი საქმეა. მოკლედ, მანკიერი წრე იკვრება.
ამ მანკიერი წრის გასარღვევად ინტერნეტში არაერთ მეთოდს გვთავაზობენ, თუმცა, ერთ-ერთი მათგანის შესახებ ცოტა ხნის წინ ბევრი ალაპარაკდა. ეს მეთოდი ემოციური ინტელექტის პრინციპზე დაფუძნებით შეიმუშავეს, რომელიც განცდების ამოცნობის, გააზრებისა და ეფექტური მართვის უნარს გულისხმობს.
თანაც, სახელიც ისეთივე მარტივი აქვს, როგორც მუშაობის პრინციპი — 5 წუთის წესი.
რა არის 5 წუთის წესი?
ზემოთ აღწერილ სიტუაციაში, როგორც უკვე ვთქვით, ტვინი მოსალოდნელი საქმის დაწყებითა და მისით გამოწვეული შფოთვითაა "შეპყრობილი" — რამდენად რთულია და რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაო?
ის კი გეცოდინებათ, რომ დიდ და კომპლექსური დავალებების შესასრულებლად სამუშაო მაგიდასთან მხოლოდ ერთხელ დაჯდომა არ კმარა. როგორც წესი, მათ პატარა-პატარა ნაწილებად ვყოფთ ხოლმე. აი, სწორედ ამის შემდეგ გვჭირდება 5 წუთის წესის გამოყენება.
ფრაზა "5 წუთის საქმეა" ალბათ თქვენზეც დამამშვიდებლად მოქმედებს. ამგვარად, თქვენს თავს აიძულებთ, რომ 5 წუთით იმუშავოთ, ამ დროის გასვლის შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, საქმეს შეეშვათ.
ტვინი ამ დროს გეტყვით: "ვა, რა მაგარია! ხუთი წუთი ხომ არაფერია. წყლის დასალევად გასვლა-დაბრუნების დროა".
თუმცა, ეს 5 წუთიც კმარა, რომ გონება ანკესზე წამოეგოს და ვეებერთელა საქმე სულ სხვაგვარად დაინახოს.
უმეტეს შემთხვევაში, მუშაობის პირველი ხუთი წუთი იმდენად ჩაგითრევთ, რომ გაგრძელების უნებლიე სურვილი გაგიჩნდებათ.
5 წუთის მნიშვნელობაზე საუბრობს ცნობილი ამერიკელი ავტორი და სპიკერი, მელ რობინსიც.
"თქვენ არ ხართ დღემეხვალიე. დღემეხვალიეობის ჩვევა გაქვთ. დიდი განსხვავებაა. ყველა ჩვევას სამი ნაწილი აქვს. არის გამომწვევი მიზეზი, პროკრასტინაციის შემთხვევაში ეს მიზეზი ყოველთვის სტრესია. შემდეგ, არსებობს რუტინა, რომელსაც იმეორებთ. პროკრასტინაციის შემთხვევაში რუტინა საქმის თავიდან არიდებაა. ბოლოს კი არის შედეგი: სტრესი მცირედით გეხსნებათ. ამიტომ, შემდეგში, როცა საკუთარ თავს საქმის გადადების სურვილს შეამჩნევთ, უნდა თქვათ 'უი, ახლა რაღაცით უნდა განვიტვირთო'. გაიაზრეთ სტრესი. შემდეგ 5 წამი დაითვალეთ და სცადეთ, შეაჩეროთ ტვინში გამჯდარი ჩვევა. შემდეგ ქერქის შუბლისწინა წილი გაააქტიურეთ და მუშაობა დაიწყეთ. მხოლოდ 5 წუთით. ჩვენი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ თუკი საქმეს ხელს მოკიდებთ, თქვენ ტვინის 80 პროცენტს მუშაობს გაგრძელება ენდომება".
თუმცა, თუ ასე არ მოხდა, არც ესა უშედეგო — 5 წუთის წესის წყალობით თქვენ პირველი და უმთავრესი ბარიერი, საქმის დაწყება, უკვე გადალახეთ.
ასე რომ, შემდეგში, როცა სამუშაო მაგიდისთვის გვერდის ავლისა და ტელევიზორთან მოკალათების ცდუნება მოგეძალებათ, ეს წესი გაიხსენეთ, რადგან პროკრასტინაციის დაძლევა ხშირად ზუსტადაც რომ 5 წუთის საქმეა.
პროკრასტინაცია რომ სტრესსა და შფოთვას იწვევს, ამაზე ბევრი კვლევა მიუთითებს. საკუთარ მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია; სწორედ ამიტომ შეიქმნა Responsible.ge — ევროპაბეთის პლატფორმა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები