პარლამენტი გეგმავს, მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 6 თვით გაუხანგრძლივოს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
მთავრობას კოვიდშეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება. პარლამენტში უკვე ინიცირებულია სათანადო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმად, მთავრობას პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ გაუგრძელდება.
პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ანტონ ობოლაშვილი, ზაზა ლომინაძე, ირმა ზავრადაშვილი, დავით სერგეენკო.
როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, ვადის გახანგრძლივების შესახებ პარლამენტი დაჩქარებული წესით იმსჯელებს.
მთავრობისთვის შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება უკვე მეორედ უხანგრძლივდება. ეს უფლება პარლამენტმა მთავრობას 2020 წლის მაისის ბოლოს მიანიჭა. 2020 წლის დეკემბერში უფლებამოსილება 6 თვით გაუხანგრძლივა, რაც 1 ივლისს იწურება.
ბიუროს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა, რომ პარლამენტი ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი მთავრობას ასეთ დისკრეციას არ უნდა ანიჭებდეს.
"ერთხელ მოჰკითხეთ ხელისუფლებას, ეს დისკრეცია რისთვის და როგორ გამოიყენა და ხალხს რა შედეგი მოუტანა?" — მიმართ დეკანოიძემ ბიუროს, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ ბიუროზე მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ და არსებითი მსჯელობის საშუალება საკომიტიტეო და სასესიო განხილვაზე იქნება.
2020 წლის მაისში მიღებული კანონი მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოტივით საკარანტინო ზომები პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოიყენოს, რასაც რიგი საკონსტიტუციო უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, შეკრების თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, ეკონომიკური და შრობითი უფლებების შეზღუდვები მოჰყვება.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ანტიკონსტიტუციურად მიიჩნიეს, დღემდე ძალაშია და პარლამენტი მთავრობას უფლებას კვლავ უგრძელებს.
-
ადვოკატი: "ჯულიუს ბაერში" ხულიგნურად გააჩერეს როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდეს მის მეუღლეს და შვილებს ადვოკატი: "ჯულიუს ბაერში" ხულიგნურად გააჩერეს როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდეს მის მეუღლეს და შვილებს
გადახედვა
-
დინოზავრის ნამარხში მფრინავი რეპტილიის უცხო სახეობა აღმოაჩინეს დინოზავრის ნამარხში მფრინავი რეპტილიის უცხო სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ვების ტელესკოპმა სამი ვარსკვლავის უიშვიათესი სისტემა გადაიღო ვების ტელესკოპმა სამი ვარსკვლავის უიშვიათესი სისტემა გადაიღო
გადახედვა
-
გიორგი შარაშიძე: ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. ყველაფრის პოლიტიზება და, მით უფრო, ფეხბურთის, დაუშვებელია გიორგი შარაშიძე: ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. ყველაფრის პოლიტიზება და, მით უფრო, ფეხბურთის, დაუშვებელია
გადახედვა
-
მოემზადე ზამთრისთვის — განაახლე ავტომობილის მოვლის საშუალებები თეგეტა მოტორსთან ერთად მოემზადე ზამთრისთვის — განაახლე ავტომობილის მოვლის საშუალებები თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ნახეთ ვიდეო: შესაძლოა, მგლებმა საგნების გამოყენება ისწავლეს ნახეთ ვიდეო: შესაძლოა, მგლებმა საგნების გამოყენება ისწავლეს
გადახედვა
-
ბერდია სიჭინავა: ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ "ოცნების" რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. ბერდია სიჭინავა: ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ "ოცნების" რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.
გადახედვა
-
შსს სკოლებში ახალ პროექტს — "პროფესია პოლიციელს" იწყებს შსს სკოლებში ახალ პროექტს — "პროფესია პოლიციელს" იწყებს
გადახედვა
-
ზრუნვით, რეაბილიტაციით და შესაბამისი პროგრამების განხორციელებით ამ ბავშვების ინტერესების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი — ალექსანდრე დარახველიძე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის სახლზე ზრუნვით, რეაბილიტაციით და შესაბამისი პროგრამების განხორციელებით ამ ბავშვების ინტერესების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი — ალექსანდრე დარახველიძე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის სახლზე
გადახედვა
-
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ DataFest Tbilisi 2025-ს 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ DataFest Tbilisi 2025-ს
გადახედვა
-
ლონდა თოლორაია: თქვენი 10 წლის შვილი, რომელმაც ბინიდან მოიპარა მურაბა, შესაძლოა მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში ლონდა თოლორაია: თქვენი 10 წლის შვილი, რომელმაც ბინიდან მოიპარა მურაბა, შესაძლოა მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში
გადახედვა
-
პოლ მაკარტნი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპროტესტებს პოლ მაკარტნი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპროტესტებს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, ის ადამიანები, ვინც არაბულ ინვესტიციას აკრიტიკებენ, "უსამშობლოები არიან" კალაძის თქმით, ის ადამიანები, ვინც არაბულ ინვესტიციას აკრიტიკებენ, "უსამშობლოები არიან"
გადახედვა
-
თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია — AI და ... იწყება თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია — AI და ... იწყება
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა
გადახედვა
-
რატომ ვირჩევთ პროვაგს დისბაქტერიოზის დროს? რატომ ვირჩევთ პროვაგს დისბაქტერიოზის დროს?
-
კახა კალაძე: საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა — საქართველოში კახა კალაძე: საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა — საქართველოში
გადახედვა
-
"რეგულაცია ყველას ეხება" — დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლოში მობილური ტელეფონის შეტანის აკრძალვაზე "რეგულაცია ყველას ეხება" — დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლოში მობილური ტელეფონის შეტანის აკრძალვაზე
გადახედვა
-
იგორ კოჩიევი: ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ჩორჩანას საგუშაგოს აღება იგორ კოჩიევი: ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ჩორჩანას საგუშაგოს აღება
გადახედვა
-
გადახედვაNASA-მ კომეტა 3I/ATLAS-ის ყველაზე ახლო ფოტოები გაასაჯაროვა — ნახეთ NASA-მ კომეტა 3I/ATLAS-ის ყველაზე ახლო ფოტოები გაასაჯაროვა — ნახეთ
-
IPI: მხარს დავუჭერთ მზია ამაღლობელის საქმის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გატანას IPI: მხარს დავუჭერთ მზია ამაღლობელის საქმის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გატანას
გადახედვა
კომენტარები