რომან პროტასევიჩი შსს-ს პრესკონფერენციაზე მიიყვანეს
Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, რომელიც Ryanair-ის თვითმფრინავის საგანგებო დასმის შემდეგ მინსკში დააკავეს, შინაგანან საქმეთ სამინისტროს პრესკონფერენციაზე მიიყვანეს. პროტასევიჩმა პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო და ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.
"თავს კარგად ვგრძნობ, შესანიშნავ განწყობაზე ვარ. არანაირი ჩივილები არ მაქვს. არავინ მირტყამდა, თითიც არ დაუკარებიათ. გთხოვთ, რაც შეიძლება ნაკლები სპეკულაცია გაავრცელოთ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ. დედა, მამა, არ ინერვიულოთ, ყველაფერი მართლა კარგად მაქვს", — განაცხადა პროტასევიჩმა.
პროტასევიჩმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, თუმცა "პატივს სცემს, როგორც ადამიანს".
როგორც Meduza წერს, პრესკონფერენციაზე მყოფი ჟურნალისტების ნაწილმა პროტასევიჩის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა. BBC-ს წარმომადგენლებმა კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.
საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელმა, დმიტრი გორამ აღნიშნა, რომ პროტასევიჩის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლითაა აღძრული: სოციალური მტრობისა გაღვივება, მასობრივი არეულობის ორგანიზება და ისეთი ქმედებების ორგანიზება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. პროტასევიჩის შეყვარებულს, სოფია საპეგას კი, რომელიც მასთან ერთად დააკავეს, მტრობის გაღვივებასა და მასობრივ არეულობაში მონაწილეობას ედავებიან.
ივნისის დასაწყისში პროტასევიჩის ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც მან ადგილობრივ სახელისუფლებო არხს მისცა. ჟურნალისტის ახლობლები და მეგობრები ეჭვობდნენ, რომ ის წამებისა და ზეწოლის მსხვერპლია და ინტერვიუც სწორედ ზეწოლის ქვეშ ჩაწერა.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები