პანდემიის გავლენა თეატრებსა და მუზეუმებზე — კულტურის სტატისტიკა
პანდემიამ კულტურის სფერო განსაკუთრებით დააზარალა — ამას ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. საქსტატის კვლევიდან ირკვევა, რომ 2020 წელს როგორც თეატრებში მისული მაყურებლების, ასევე მუზეუმების დამთვალიერებელთა რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ლოქდაუნის პერიოდში ამ დაწესებულებების მუშაობა პრაქტიკულად გაჩერებული იყო.
თეატრები
2020 წელს საქართველოში სულ 975 სპექტაკლი ჩატარდა, რაც 2019 წელთან შედარებით 80%-ით ნაკლებია. სპექტაკლების ამგვარი შემცირება, ბუნებრივია, აისახა მაყურებელთა რაოდენობაზეც — შესაბამისად, 2020 წელს ჩატარებულს სპექტაკლებს სულ 125,6 ათასი ადამიანი დაესწრო, რაც ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პერიოდში მაყურებელთა რაოდენობა წლიურად 79,6%-ით შემცირდა.
2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 2 — ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 — დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების თეატრი, 2 — ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 — თოჯინების თეატრი იყო. თეატრების ნახევარზე მეტი, 51,9% თბილისშია, 15,4% — იმერეთში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამში 32,7%.
მუზეუმები
პანდემიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მუზეუმებსაც, სადაც 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, დამთვალიერებელთა რაოდენობა 86,2%-ით შემცირდა და 309,9 ათასს გაუტოლდა. სტატისტიკის მიხედვით, ერთ მუზეუმზე საშუალოდ 1 245 სტუმარი მოდიოდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 85,3%-ით, 9 849-მდე იყო იკლო ექსკურსიების რაოდენობამ, ხოლო გამოფენები 59,4%-ით შემცირდა და 436-ს გაუტოლდა.
2020 წელს საქართველოში 249 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 100 — მემორიალური მუზეუმი, 70 — ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), 24 — ხელოვნების, 12 — მუზეუმ-ნაკრძალი, 2 — ლიტერატურული, ხოლო 41 — სხვა სახის მუზეუმი იყო.
თეატრებზე, მუზეუმებზე და მსგავს დაწესებულებებზე პანდემიის გავლენის შესაფასებლად, ეკონომიკური ზრდის მონაცემებიც საკმარისია, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორების მუშაობა 18,9%-ით შემცირდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები