ყველაზე მნიშნელოვანი და სასწრაფო საკითხი რიონის ხეობაში დაპირისპირების დეესკალაციაა — დირკ ბუშლე
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული მედიაციის პროცესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველაზე მნიშნელოვანი და სასწრაფო საკითხი რიონის ხეობაში დაპირისპირების დეესკალაციაა. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების 15 ივნიის გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების მედიატორი ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტი და ხეობაში შესვლა შესაძლებელი უნდა იყოს, ჯებირის ორივე მხარეს მოსახლეობის უსაფრთოება კი — დაცული.
"ყველაზე მნიშნელოვანი და სასწრაფო საკითხი რიონის ხეობაში დაპირისპირების დეესკალაციაა. მშვიდობიანი პროტესტი და ხეობაში შესვლა შესაძლებელი უნდა იყოს, ჯებირის ორივე მხარეს მოსახლეობის უსაფრთოება კი, დაცული. შესაბამისი ზომების მიღება, პირველ რიგში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომელმაც აიღო ვალდებულება, შეცვალოს არსებული ბარიერები, უზრუნველყოს მთავარი მისასვლელი გზა და დაკავებულ აქციის მონაწილებზე ინფორმაციის მიწოდება", — ნათქვამია მის განცხადებაში.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმაც აიღეს ვალდებულება, რომ მშენებლობასთან მისასვლელ გზას არ დაბლოკავენ.
"ამ ვალდებულებების შესრულება მნიშვენლოვანია", — აცხადებს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ მოქალაქეებსა და მთავრობას შორის ნდობის აღსადგენად, ასევე შეუქცევადი ზომებისგან თავის ასარიდებლად, ყველა ჩართულმა მხარემ აუცილებელი თავშეკავება უნდა გამოიჩინოს და ერთმანეთთან უნდა იურთიერთონ.
ნამახვანჰესის საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლობით გამართული პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა. მხარები ამბობდნენ, რომ დიალოგი კონსტრუქციული იყო და ნაწილობრივ შეთახნმებას მიაღწიეს, დანარჩენ საკითხებზე კი საუბარი მომდევნო შეხვედრებზე გაგრძელდება.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, მხარეები სამ საკითხზე შეთანხმდნენ. ესენია:
- პროექტის რისკების შეფასება;
- რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია;
- ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა კი თქვა, რომ დაკმაყოფილდა მათი რამდენიმე მოთხოვნა: ბარიკადების აღება, პოლიციის გაყვანა, ნამახვანში პროტესტის გასაგრძელებლად დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იპოვეს შეხების წერტილები. რაც შეეხება, დაკავებულების გათავისუფლების საკითხს, მისი განცხადებით, ინფორმაციას პროკურატურას მიაწოდებენ.
რა თქვეს მხარებმა
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარის, დირკ ბუშლეს განცხადებით, შეხვედრაზე იყო წინააღმდეგობრივი აზრები და დიდი დისკუსიები, თუმცა შეთანხმება შეძლეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი პირობა, ენერგოპოლიტიკის განსაზღვრა მხოლოდ ფურცელზე დაწერილ ტექსტად არ დარჩეს და ხელისუფლებამ მის აღსრულებაზე იზრუნოს.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ თუ პარასკევამდე ხელისუფლება დაპირებებს შეასრულებს, მომდევნო პარასკევს ისევ შეხვდებიან და სამუშაო პროცესების შეჩერებას განიხილავენ. მისივე თქმით, ისაუბრეს იმაზეც, რომ შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები.
რაც შეეხება მოლაპარაკებებში ენკას ჩართულობის საკითხს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ეს კომპანიამ თავად უნდა გადაწყვიტოს.
12 ივნისს ენკამ გაავრცელა განცხადება, რომ სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ტექნიკა დაასაწყობეს და მუშაობა შეაჩერეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
"კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ნამახვანჰესის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ", — წერია მათ განცხადებაში.
მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები