ნახშირორჟანგი (CO2) სათბურის აირია, რომელიც ანთროპოგენული საქმიანობისა (დეფორესტაცია, წიაღისეული საწვავის წვა) და ბუნებირვი პროცესების (რესპირაცია, ვულკანის ამოფრქვევა) შედეგად გამოიყოფა. პირველ გრაფიკზე ნაჩვენებია ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციის ცვლილება 2005 წლიდან დღემდე. მონაცემები ჰავაის მაუნა ლოას ობსერვატორიიდან იქნა აღებული. მეორე გრაფიკს რაც შეეხება, აქ ნაჩვენებია ნახშირორჟანგის დონე ატმოსფეროში გასული სამი გლაციალური პერიოდის დროს — ამ უკანასკნელის შეხახებ ინფორმაცია მეცნიერებმა ყინულის ბირთვების შესწავლით მიიღეს.

ფოტო: climate.nasa.gov

გასული 171 წლის მანძილზე, ადამიანის საქმიანობის შედეგად, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია დაახლოებით 48%-ით გაზარდა. გასული 20 000 წლის მანძილზე ნახშირორჟანგს ბუნებრივად ამ დონისთვის არ მიუღწევია. (ბოლო გლაციალური მაქსიმუმიდან 1850 წლამდე, 185 პპმ-დან 280 პპმ-მდე).

ფოტო: climate.nasa.gov

ბოლო ვიდეო კი აჩვენებს შუა ტროპოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის (პპმ) გლობალურ გადანაწილებას და მის ვარიაციებს 2002 წლიდან დღემდე. ნახშირორჟანგის გაფრქვევების ზრდის შედეგად, შესაბამისად ყოველწლიურად იზრდება ატმოსფეროში მისი კონცენტრაცია და რუკაზე ფერი წითლისკენ წაინაცვლებს.