რატომაა ჯანსაღი ძილი მოზარდების მენტალური ჯანმრთელობის წინაპირობა
ზოგჯერ მოზარდებს უჭირთ დილით ადრე გაღვიძება, თუმცა ეს საგანგაშო სულაც არაა: ამ პერიოდში საკმარისი ძილი მომავალში მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.
გვიანი დილაა და ოჯახის წევრ მოზარდებს კვლავ სძინავთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ დიდი ხანია, რაც გაიღვიძეთ. როგორ უნდა მოიქცეთ? ოთახში შეაკითხოთ და საწოლიდან წამოყაროთ? მაცდუნებელი წინადადებაა, თუმცა სინამდვილეში ეს სწორი ქმედება ალბათ სულაც არ იქნებოდა. დამტკიცებულია, რომ თინეიჯერობის ასაკში კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამჟამინდელი, ასევე სამომავლო მენტალური ჯანმრთელობისთვის.
ცნობილია, რომ ძილის რეჟიმის სერიოზული არევა ან ინსომნია მოზარდებში დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მართლაც, მაშინაც კი, როცა ძალიან დაღლილი ხარ, რთულია, ბოლომდე მოისვენო, როცა ეჭვები გღრღნიან და ფიქრები არ გასვენებენ. ეს ვრცელდება ზრდასრულებზეც — იმ ადამიანების 92%-ს, რომლებიც დეპრესიას ებრძვის, ძილის პრობლემებიც აქვს.
ის კი ნაკლებადაა ცნობილი, რომ სინამდვილეში ზოგიერთი ადამიანისთვის ძილის დარღვევის სიმპტომები დეპრესიის გამოვლენამდე შეიძლება გამჟღავნდეს და ამგვარად მომავალში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკი გაიზარდოს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოზარდებში ძილის ჩვევებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს? და შეიძლება თუ არა, რომ ამ გზით მოგვიანებით დეპრესიის განვითარების რისკი შემცირდეს?
2020 წელს ჩატარებულ კვლევაში სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ფეიზ ორჩარდმა მოზარდების დიდი ჯგუფის გამოკვლევის შედეგად დაგროვებული მონაცემების ბაზა შეისწავლა. კვლევის ფარგლებში ახალგაზრდების განვითარებას 15-იდან 24 წლამდე პერიოდში აკვირდებოდნენ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც 15 წლის ასაკში ცუდად ეძინათ, თუმცა მაშინ შფოთიანობა ან დეპრესია არ აწუხებდათ, ეს აშლილობები მოგვიანებით — 17, 21 ან 24 წლის ასაკში იმაზე ხშირად გამოუმჟღავნდათ, ვიდრე ძილის პრობლემების არმქონე ცდის პირებს.
მსგავსი მექანიზმი მოქმედებს ზრდასრულებშიც — ძილის პრობლემები, შესაძლოა, მომავალში დეპრესიის განვითარების საფუძვლად იქცეს. 34 კვლევის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ძილის პრობლემების მქონე ადამიანებში მოგვიანებით დეპრესიის განვითარების რისკები გაორმაგებულია. საყურადღებოა, რომ მოცემული კვლევები 150 ათასზე მეტ მონაწილეს სხვადასხვა ხანგრძლივობით — სამი თვიდან 34 წლამდეც კი აკვირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც ინსომნია აწუხებს, მომავალში დეპრესიაც შეაწუხებს. უმეტეს შემთხვევაში ასე არ იქნება. უძილობით გაწვალებულ ადამიანებს ნამდვილად არ სჭირდებათ დამატებით კიდევ ამაზე ნერვიულობა.
თუმცა, ისიც ნათელია, თუ რა როლს თამაშობს ძილის დარღვეული რეჟიმი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ჩამოყალიბებაში. ძილის დეფიციტი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე. მას შეუძლია გამოიწვიოს მოტივაციის ნაკლებობა, მომატებული გაღიზიანებადობა, მეგობრებისა და ოჯახისგან ჩამოშორება. ეს ყველაფერი ურთიერთობებსა და ადამიანებთან გაბმულ კავშირებზე მოქმედებს, რაც დეპრესიის განვითარების რისკს ზრდის. ამის გარდა, ბიოლოგიური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია: ძილის უკმარისობამ, შესაძლოა, ორგანიზმში ანთება გამოიწვიოს, რასაც მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასთანაც აკავშირებენ.
ამჟამად მეცნიერები ძილის აშლილობებსა და სხვა ფსიქიკურ მდგომარეობებს შორის არსებული კავშირის გამოკვლევაზე მუშაობენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა, რასელ ფოსტერმა აღმოაჩინა, რომ მსგავსი კავშირი მხოლოდ დეპრესიის განვითარებაში არ გამოიხატება. ცირკადული რითმების — ძილისა და გაღვიძების ბუნებრივი ციკლის დარღვევა გავრცელებულია იმ ადამიანებშიც, რომლებიც ბიპოლარულ აშლილობას ან შიზოფრენიას ებრძვიან. ზოგ შემთხვევაში ორგანიზმის ბიოლოგიური საათი, შესაძლოა, ისე იყოს გადაწყობილი, რომ ადამიანს მთლიანი ცხოვრების სტილი ჰქონდეს შეცვლილი — მაგალითად, ღამე ეღვიძოს და მთელი დღე ეძინოს.
ფოსტერის კოლეგამ, კლინიკურმა ფსიქოლოგმა დენიელ ფრიმენმა, განაცხადა, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას ძილს უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. იმის გამო, რომ ძილის დარღვევა ის სიმპტომია, რომელიც ბევრი განსხვავებული დიაგნოზისას იჩენს თავს, ხშირად მას კონკრეტული მდგომარეობის ცენტრალურ პრობლემად არ მოიაზრებენ. ფრიმენს ისეთი განცდა აქვს, რომ სწორედ ამიტომ ძილის რეჟიმის დარღვევას სათანადო ყურადღება არ ეთმობა, არადა მისი გამოსწორება შესაძლებელია.
მაშინაც კი, როცა არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა ძილის რეჟიმის დარღვევამდე იჩენს თავს, ძილის ნაკლებობამ მდგომარეობა, შესაძლოა, ბევრად უფრო გაამწვავოს. ბოლოსდაბოლოს, ერთი გამოუძინებელი ღამეც საკმარისია იმის დასტურად, თუ როგორ მოქმედებს უძილობა ჩვენს განწყობასა და ფიქრებზე.
მენტალურ ჯანმრთელობასა და ძილს შორის არსებულ ჩახლართულ კავშირს ის კიდევ უფრო ართულებს, რომ თუ დეპრესიას უმკურნალებ, შესაძლოა, ძილის პრობლემები ბოლომდე მაინც არ გაქრეს. ადვილი მისახვედრია, თუ როგორ ეხმარება პაციენტს მარტივად ჩაძინებაში ფსიქოლოგიური მკურნალობის ის მეთოდები, რომლების მიზანიც ნეგატიური აზრების თავიდან მოშორებაა. მაგრამ 2020 წელს კლინიკურმა ფსიქოლოგმა შირლი რეინოლდსმა თავის გუნდთან ერთად საყურადღებო რამ აღმოაჩინა, როცა დეპრესიის მკურნალობის სამ განსხვავებულ გზას მიადევნა თვალი. დეპრესიის კუთხით სამივე მიდგომა თანაბრად ეფექტიანი აღმოჩნდა, თუმცა ძილის პრობლემები მხოლოდ მონაწილეთა ნახევარს მოუგვარა. მეორე ნახევარს კი ინსომნია კვლავ შეუნარჩუნდა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის დეპრესიისგან დამოუკიდებლად არსებობს და ორივეს ცალ-ცალკე უნდა ვუმკურნალოთ.
ამის მიუხედავად, ძილისა და მენტალური ჯანმრთელობის სირთულეები, შესაძლოა, ერთი და იმავე მიზეზით წარმოიშვას. სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორის გარდა, ეს შეიძლება, იყოს: ტრავმული გამოცდილებები, უარყოფითი მოვლენები ან კონკრეტულ თემაზე ზედმეტი ორჭოფობა. აღმოჩენილია, რომ ის გენები, რომლებიც სეროტონინისა და დოფამინის ფუნქციონირებაში იღებენ მონაწილეობას, ძილის დარღვეულ რეჟიმსა და დეპრესიაზეც მოქმედებენ. ამის გარდა, გავლენას ახდენენ ის გენებიც, რომლებიც ადამიანის ცირკადული საათის ჩამოყალიბებაში არიან ჩართულნი.
როგორც უკვე გაცხადდა, ინსომნიისა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ერთად არსებობის შემთხვევაში, თითოეული მათგანი ერთმანეთს კიდევ უფრო ამწვავებს. თუ სტრესი გაქვს, ვერ იძინებ; ვერ იძინებ და ამაზეც ისტრესები — ასე გრძელდება ეს უსასრულო ციკლი.
ამის გარდა, ისიც შესაძლებელია, რომ ძილის ნაკლებობა მოგვიანებით დეპრესიის გამომწვევი ფაქტორი კი არა, ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს. ის სადარდებელი, რომელიც ჩაძინებაში ხელს გიშლით, მომავალში სერიოზული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის საფუძვლად შეიძლება იქცეს.
ფოსტერი დარწმუნებულია, რომ ბიოლოგიური გადმოსახედიდან ამ ჩახლართული კორელაციის ამოხსნის საუკეთესო მეთოდი სწორედ იმ გავლენის გამოკვლევაა, რომელიც ცირკადული რითმების რღვევას აქვს ტვინზე. მისი აზრით, სიტუაციის გასარკვევად არაერთ გენს, ტვინის რეგიონსა და ნეიროტრანსმიტერს შორის არსებული რთული ურთიერთქმედების გამოკვლევაა საჭირო.
მაშასადამე, ძილთან დაკავშირებულ განგრძობით პრობლემებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულებში. ძილის რეჟიმის მოსაგვარებლად შემუშავებული ინტერვენციის გზები ზოგიერთ შემთხვევაში ერთობ წარმატებულია. ამასთან, 49 კვლევის მეტაანალიზმა ის უკვე გააცხადა, რომ იმ ადამიანებში ძილის პრობლემების მოგვარება, რომლებსაც დეპრესიის სიმპტომები აწუხებთ, არა მხოლოდ ინსომნიას შველის, არამედ თვითონ დეპრესიასაც ამსუბუქებს.
გაერთიანებული სამეფოს 26 უნივერსიტეტში ჩატარებულმა დენიელ ფრიმენის ფართომასშტაბიანმა ოაზისის კვლევამ, რომელშიც უძილობის სიმპტომებით გატანჯული სტუნდეტები მონაწილეობდნენ, საინტერესო რამ აჩვენა: მათზე ჩატარებულმა ციფრულმა კოგნიტურ-ბიჰეივიორულმა თერაპიამ შედეგი გამოიღო. თერაპიამ ცდის პირებს არა მხოლოდ ინსომნიის პრობლემები მოუგვარა, არამედ ფსიქოზის სიმპტომები — ჰალუცინაციებისა და პარანოიის გამოვლენის სიხშირეც შეუმცირა.
ახლა მთავარი კითხვა ისაა, შეუძლია თუ არა ძილის ინტერვენციებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წინდაწინვე თავიდან არიდება. ამაზე საპასუხოდ ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი კვლევების ჩატარება იქნება საჭირო. ინსომნიასთან ბრძოლის გზების ერთი უპირატესობა ის არის, რომ უძილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ნაკლები სტიგმა არსებობს. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, მკურნალობის დაწყებისა და დახმარების მიმართვისთვის ადამიანების მოტივირება უფრო მარტივი აღმოჩნდეს.
მანამდე კი ინსომნიასთან მებრძოლ ადამიანებს პრობლემის მოსაგვარებლად შეუძლიათ ამ რამდენიმე განსხვავებულ ტექნიკას მიმართონ:
- დარწმუნდით, რომ საკმარის დღის სინათლეს მიაწვდით ორგანიზმს;
- დღის განმავლობაში 20 წუთზე მეტხანს არ წაუძინოთ;
- მოერიდეთ ვარჯიშს, კოფეინის დალევას ან ჭამას გვიან საღამოს;
- საწოლში არ წაიკითხოთ საქმიანი მეილები ან არ იფიქროთ სტრესულ საკითხებზე;
- საძინებელი ოთახი გრილ, წყნარ და ბნელ სივრცედ აქციეთ;
- სცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გაიღვიძოთ და დაიძინოთ.
ცხადია, ძილის რეჟიმის მოწესრიგება თავისთავად ვერ მოაგვარებს მენტალური ჯანმრთელობის კრიზისულ მდგომარეობას. მაგრამ შეუძლია თუ არა ძილზე ზრუნვას ხანგრძლივ პერსპექტივაში დადებითი შედეგის გამოღება? რომც არ შეეძლოს, როგორც ძილისგუდა მოზარდები დაგვემოწმებიან, გემრიელ და ტკბილ ღამის ძილს არაფერი სჯობს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები