"ობობების აპოკალიფსი" — ავსტრალიის რამდენიმე ქალაქი აბლაბუდაშია გახვეული
ვიქტორიის შტატში, გიპსლენდის რაიონის რამდენიმე ქალაქში ნამდვილი ობობების აპოკალიფსი მძვინვარებს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული მოვლენა იშვიათობა სულაც არაა და სტიქიით, კერძოდ, წყალდიდობითაა გამოწვეული.
ივნისში ვიქტორიის შტატში მოსალოდნელი წყალდიდობის გამო მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოხდა. სტიქიისგან თავის დაღწევა ადამიანების გარდა, ობობებმაც გადაწყვიტეს. ობობების ქსელში ქალაქები სწორედ წყალდიდობის შემდეგ გაეხვა.
"ეს წყალდიდობის შემდეგ გავრცელებული ფენომენია. ძლიერი წვიმისა თუ წყალდიდობის დროს მიწაზე მცხოვრები ცხოველები იქ არსებობას ვეღარ აგრძელებენ, ამიტომ ზუსტად იმას ცდილობენ, რასაც ჩვენ ვცდილობთ: საცხოვრებლად უფრო მაღალ ადგილს ირჩევენ", — აცხადებს სიდნეის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი და ეკოლოგი.
მელბურნის მუზეუმის ეტიმოლოგიის მიმართულების უფროსი კურატორის, კენ უოკერის განცხადებით, მიწაზე მობინადრე ობობებმა წყალდიდობისგან თავის დასაღწევად ქსელი ერთდროულად გააბეს. ამ ხერხს ობობები ასაფრენად და გადასაადგილებლად იყენებენ. უოკერის თქმით, ამგვარად მათ 100 კილომეტრის გავლაც კი შეუძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ არსებას მხოლოდ თითო "ძაფი" ეკუთვნის, შესაბამისად ამ საოცარი "საბნის" მოქსოვაში მილიონობით ობობა მონაწილეობდა.
საოცარმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცეში საზოგადოების ნაწილის შეშინება გამოიწვია, თუმცა კენ უოკერი მათ არწმუნებს, რომ აღნიშნული ფენომენი ობობების რაოდენობის ზრდაზე არ მიუთითებს და ეს მხოლოდ წყალდიდობით გამოწვეული ბუნებრივი მოვლენაა. აბლაბუდის ავტორები Ambicodamus სახეობის წარმომადგენლები არიან. უოკერის თქმით, აღნიშნული სახეობა შხამიანი არაა და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
კენ უოკერმა აღნიშნა, რომ აბლაბუდა საკმაოდ ფაქიზია და ადამიანებს ურჩია, საოცარი სანახაობით დატკბობა მოესწროთ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები