Reuters: ნატოში გაწევრიანების გაჭიანურებამ შესაძლოა, საქართველო რუსეთისკენ მიაბრუნოს
Reuters აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ნატოსკენ სწრაფვაში პროგრესის ნაკლებობამ შესაძლოა საქართველო რუსეთისკენ მიაბრუნოს". როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში პოსტ-საბჭოთა საქართველო ვერ დაინახავს რაიმე ხელშესახებ შესაძლებლობას ნატოში გასაწევრიანებლად, შესაძლოა რუსეთის ორბიტას დაუბრუნდეს.
დღეს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნატოს ორდღიანი სამიტი დაიწყო, რომელზეც საქართველოს იმედი აქვს, რომ ალიანსისგან მიიღებს გარანტიებს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ.
"თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნატო საქართველოსთვის მაპის - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემისგან თავს იკავებს, რადგან რუსეთის გაღიზიანების საფრთხეს ხედავს. სულ ცოტა ხნის წინ კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩერნოგორია გაწევრიანდა, რამაც საქართველოს თავი მიტოვებულად აგრძნობინა", - წერს როიტერსი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, სოციოლოგიური გამოკითხვები საქართველოში აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს ნატოში გაწევრიანება, რადგან მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაიცავს საქართველოს რუსეთის აგრესიისგან. და ვინაიდან ნატოში გაწევრიანებისკენ საქართველო ძალიან ნელა დგამს ნაბიჯებს, საზოგადოების მეორე ნაწილის რაოდენობა, რომელსაც მიაჩნია, რომ ნატოს ნაცვლად საქართველომ ურთიერთობა მოსკოვთან უნდა დაათბოს, იზრდება.
"როგორ დაგვეხმარა დასავლეთი? დაგვეხმარა ნატო ომის დროს? არა. რუსეთი ჩვენი ძლიერი და გავლენიანი მეზობელია. ვშიშობ, კიდევ დაიწყება ომი თუ ჩვენი ნატოში გაწევრიანების სურვილით უფრო გავაღიზიანებთ რუსეთს," - როიტერსთან საუბარში ამბობს ავთანდილ მაისურაძე, 69 წლის პენსიონერი თბილისიდან.
როიტერსის ასევე წერს, რომ საქართველო არის ტესტი, როგორ მოექცევიან დასავლეთის სახელმწიფოები ისეთ ქვეყნებს, როგორიც უკრაინა და საქართველოა, რომელსაც სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ასევე ესენი არიან ქვეყნები, რომლებსაც კრემლი თავისი გავლენის სფეროდ განიხილავს.
როიტერსი აქცენტს ქართული საზოგადოების მოუთმენლობაზეც აკეთებს და ამ კონტექსტში იხსენებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, რომელმაც ქართველებს მოთმინებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ საქართველო სასოწარკვეთაში არ უნდა ჩავარდეს, არ უნდა განიხილოს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, როგორც უიღბლობა, არამედ განიხილოს ის, როგორც შეუწყვეტელი პროცესი.
ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების არგუმენტად ასახელებს საქართველოში ნატოს ტრენინგ ცენტრის გახსნის, ასევე ქართველი სამხედროების ნატოს სწავლებებში მონაწილეობას: "თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ალიანსში გაწევრიანება რჩება".
"იმედგაცრუებამ იმძლავრა, რადგან პოლიტიკური ელიტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნატოში სწრაფ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არ გამართლდა", - განაცხადა როიტერსთან საუბარში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სურთ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, 2013 წლის აგვისტოდან (11%) 2016 წლის მარტისთვის (20%) საგრძნობლად გაიზარდა.
როგორც როიტერსი აღნიშნავს, პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს 2016 წლის არჩვენების შედეგად აქვთ შანსი, პარლამენტში ადგილები მოიპოვონ. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში პრორუსულმა პარტიებმა, პატრიოტთა ალიანსმა და დემოკრატიულმა მოძრაობამ, პროპორციული ხმების 20% მოიპოვა.
როიტერსი ნინო ბურჯანაძეს ნატოს მოწინააღმდეგე პოლიტიკოსად მოიხსენებს და ხაზს უსვამს მის თავდაჯერებულობას, რომლის მიხედვითაც ის ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანების დროში გაჭიანურებამ მისი მხარდამჭერების გაზრდა გამოიწვია.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები