7 საშენო ფუნქციონალი, რომელიც განახლებულ Mymarket-ზე დაგხვდება
ყველაზე დიდი ქართული E-Commerce პლატფორმა, Mymarket, 17 წლის განმავლობაში პირველად განახლდა სრულად. თითქმის ორი ათწლეულია, Mymarket მყიდველსა და გამყიდველს ონლაინვაჭრობას უმარტივებს, პასუხობს შექმნილ გამოწვევებსა და ქმნის თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს. ამჯერად, პლატფორმის ისტორიაში პირველად, ის სრულად განახლდა და პროგრამირების თანამედროვე ენების გამოყენებით თავიდან დაიწერა.
და მაინც — რა სიახლეები დაგხვდება განახლებულ Mymarket-ზე?
1. უფრო მსუბუქი ვებგვერდი
ახალი ვებგვერდი უფრო მსუბუქ სერფინგს სთავაზობს მომხმარებელს, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ონლაინვაჭრობას. განახლებული Mymarket თანაბრად მოსახერხებელია ყველა ტიპისა და მწარმოებლის მიერ შექმნილი მობილური თუ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის.
2. გამარტივებული ძებნა
Mymarket-ზე სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების ძებნას კვლავ ლოგოდანვე დაიწყებ და ბრენდის დაპირების შესაბამისად, "აქ ყოველთვის მარტივად ნახავ საშენოს". ახალ ვერსიაში შენარჩუნებულია ძებნის ჭკვიანი სისტემა, სადაც ასოების ცდომილების მიუხედავად, სასურველი ნივთის თუ მომსახურების მოძებნას მაინც შეძლებ. ასევე, მნიშვნელოვანია ფოტოსურათის მეშვეობით მსგავსი პროდუქტის პოვნის შესაძლებლობა.
3. ახალი ინტერფეისი
განახლებული ინტერფეისი საშუალებას მოგცემს, შენთვის ყველაზე საჭირო ღილაკები ყოველთვის ხელთ გქონდეს; ვებგვერდი შენი ძებნის ისტორიაზე დაყრდნობით შემოგთავაზებს საჭირო პროდუქტს და უსიტყვოდ გაიგებს შენს გულისთქმას.
4. განახლებული მთავარი გვერდი
აქ დაგხვდება ბლოკები, რომლებიც გაგიმარტივებს ძიების გაგრძელებას, ხოლო ბლოკებზე დაკლიკების შემთხვევაში გადახვალ იმ განცხადებებზე, რომელთა პარამეტრებითაც შენ ეძებდი. აღნიშნული ხელსაწყოები შეგიძლია შეინახო და როდესაც თავად მოისურვებ, მაშინ გააგრძელო ძიება.
5. "შენთვის საინტერესო"
ამ ბლოკში გამოვა ბოლოს ნანახი კატეგორიების განცხადებები, ასევე მთავარ გვერდზე იქნება გამოტანილი იმ პერიოდის საუკეთესო შეთავაზებები აქტუალური კატეგორიიდან და საშენო აქციები.
6. რევიუ
იმისთვის, რომ ყოველთვის ხარისხიანი პროდუქტი იყიდო, Mymarket-მა დანერგა შეფასების სისტემა. განახლებულ ვებგვერდზე როგორც მომხმარებლისთვის, ასევე აქ განთავსებული 300-ზე მეტი მაღაზიისთვის და ფიზიკური პირისათვის დაემატა შეფასების სისტემა. როდესაც ონლაინ შეძენილ ნივთს ადგილზე მოგიტანენ, Mymarket-ზე შეტყობინებებში გამოგიჩნდება შეფასების ბლოკი, სადაც ქულებს მიანიჭებ როგორც გამყიდველს, ასევე პროდუქტს, სურვილისამებრ, შეგიძლია დატოვო კომენტარიც.
7. ახალი შესაძლებლობები მაღაზიიდან ყიდვისას
300-ზე მეტ მაღაზიას, რომელიც განთავსებულია Mymarket-ზე, ექნება ინდივიდუალური ვებგვერდი, სადაც მომხმარებელი პლატფორმიდან გაუსვლელად შეძლებს პროდუქციის დათვალიერებასა და შეძენას. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიცაა ფასდაკლებები, კატეგორიები და სხვა მომხმარებელთა მიერ გაკეთებული შეფასებები დასაწყისშივე დაგხვდება.
ამდენად, განახლებული Mymarket თავის მომხმარებელს ელოდება. ბრენდის განცხადებით, ის "კიდევ უფრო მეტად მოერგება შენს სურვილებს, რათა ყოველთვის მარტივად ნახო საშენო და მიიღო მოცემულ დროში ყველაზე საჭირო სერვისები".
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები