ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად მუშაობს და უცნობია, ეს შრომა ანაზღაურებადია თუ არა — კვლევა
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ISET-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ოჯახში დასაქმებულები 2019 წელს გამოკითხულ დასაქმებულთა 1,1%-ს შეადგენდნენ, თუმცა მათგან უდიდესი ნაწილი, 98-99% ქალია.
კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს მნიშვნელოვნად განსხვადება სხვა ქვეყნების პრაქტიკისგანდ, რადგან ILO-ს მონაცემების თანახმად, ქალები მსოფლიოში ოჯახში დასაქმებულთა 83%-ს შეადგენენ.
დოკუმენტის თანახმად, ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა, არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია თუ არა. ამასთან, ოჯახში დასაქმებულების 96% წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, რაც ზეგანაკვეთური შრომისთვის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნას ართულებს. ხელშეკრულების არარსებობა კი, ავტორების განცხადებით, კრიზისის, მაგალითად, პანდემიის დროს, დახმარებისა და ბენეფიტების მიღებასაც აფერხებს.
ანგარიშის ავტორების თქმით, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ოჯახში დასაქმებულები, შესაძლოა, დასაქმებულთა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი იყოს, ვისი უფლებებიც უფრო დაშორებულია საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.
დოკუმენტის თანახმად, ოჯახში დასაქმებულთა დაახლოებით 70% საქალაქო დასახლებებშია დამკვიდრებული და ძირითადად საშუალო ან ხანდაზმული ასაკის დაქორწინებული მოსახლეობაა.
მკაფიო სურათის მისაღებად RIA-ს გუნდმა ოჯახში დასაქმებულებზე მოთხოვნა გააანალიზა. შეგროვდა და გაანალიზდა გასული წლის დასაქმების სააგენტოების Facebook-ის გვერდებზე გამოცხადებული ვაკანსიები (2019 წლის 15 ივლისი – 2020 წლის 15 ივლისი). თავდაპირველი მონაცემების დახარისხებისა და გაწმენდის შემდეგ (დაახლოებით 1 050 დაკვირვება) 894 დაკვირვება დარჩა.
"ცხადია, ვაკანსიების განცხადებებშიც კი არ არის დაკმაყოფილებული კვირაში 40-საათიანი სამუშაო გრაფიკის მოთხოვნა. იმ ძიძების საშუალო სამუშაო საათები, რომლებიც, ასევე, დამხმარეებად, მძღოლებად და მზრუნველებად მუშაობენ, თვეში 160 სამუშაო საათს აჭარბებს. მზარეულებისა და დამლაგებლების სამუშაო საათები შედარებით ნაკლებია, რადგან ისინი კონკრეტულ სამუშაოს ასრულებენ. ბავშვებსა და მოხუცებს კი თითქმის მუდმივი მოვლა სჭირდებათ", — ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, განცხადებების უმრავლესობა დღეში 8-11 სამუშაო საათს მოითხოვს (60%). მათი უმეტესობა სთავაზობს ჩვეულებრივ, 5-დღიან (51%) სამუშაო კვირასაც. მეორე ყველაზე გავრცელებული მოთხოვნაა 6-დღიანი სამუშაო გრაფიკი (21%). სხვა შეთავაზებები კი შედარებით მწირია.
ავტორები მიუთითებენ, რომ არა-მიგრანტ ოჯახში დასაქმებულებს, ძირითადად განათლების დაბალ დონე აქვთ, თუმცა საქართველო ამ ტენდენციას არ მიჰყვება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2019 წლის მონაცემებით, ოჯახში დასაქმებულთა 75%-ს ზოგადი ან პროფესიული განათლება აქვს, ხოლო 20%-ს — ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ან განათლების კიდევ უფრო მაღალი დონე.
გარდა ამისა, ოჯახში დასაქმებულთა ცნობიერების დონის, მოტივაციებისა და დამოკიდებულების ანალიზის მიზნით, RIA-ის გუნდმა 2020 წლის 11-25 ივლისს ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში სულ 184 რესპონდენტი მონაწილეობდა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (87%) ძიძაა. მათმა უმრავლესობამ სამსახური პირადი რეკომენდაციების საშუალებით იშოვა (შემთხვევათა 74%), ხოლო თითქმის ყველა დანარჩენმა (26%) სამსახური სააგენტოებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით (მაგალითად, Facebook) მოიპოვა.
"ეს, შეიძლება, იმაზე მიუთითებდეს, რომ როდესაც საქმე ოჯახში დასაქმებულებს ეხება, საქართველოს საზოგადოება ოფიციალურად განთავსებულ ვაკანსიებზე მეტად პირად რეკომენდაციებს ენდობა. აღსანიშნავია, რომ ოჯახში დასაქმების ძირითად სამუშაოდ არჩევის ძირითად მიზეზებად ფინანსური აუცილებლობა (64%) და სხვა შესაძლებლობების არარსებობა (37%) დასახელდა. ეს კი, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს ამ ტიპის პროფესიასთან დაკავშირებული გარკვეული სოციალური და კულტურული სტიგმა, რაც მას დაბალი დონის პროფესიად აღიქვამს", — ნათქვამია კვლევაში.
კვლევამ ოჯახში დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეგულირების სავარაუდო ზეგავლენა და პერსპექტივებიც შეისწავლა. საბოლოოდ, მისმა შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს, რათა საქართველო შეუერთდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე კონვენციას ოჯახში დასაქმებულების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ყველასთვის ღირსეულ შრომასა და ოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება. 189-ე კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია ოჯახში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.
კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდის (ADC) დაფინანსებით ჩატარდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები