დავით სერგეენკო ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და პრაიდს "ზომიერებისკენ" მოუწოდებს
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით სერგეენკო ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა. ის იმეორებს ძალადობრივი ჯგუფების გზავნილს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.
ჟურნალისტებმა სერგეენკოს ჰკითხეს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მინიშნებები იმაზე, რომ პრაიდის კვირეული არ უნდა ჩატარდეს, არის თუ არა უმცირესობების უფლებების დარღვევა.
"რთული სათქმელია რა, უფლებების შეზღუდვა არამგონია რომ იყოს, არავინ უშლის იმის გაკეთებას, რისთვისაც, არ ვიცი რა, მონდომებული და მოწოდებულია ეს ხალხი. რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდეს. არავინ უშლის არაფერში ხელს, უბრალოდ, რაღაც უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ჯობია...", — ამბობს სერგეენკო.
ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ პრაიდის კვირეული არ უნდა ჩატარდეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ცალსახა პასუხი არ აქვს. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ არ იცის, რა არის პრაიდი.
"არ მაქვს ასეთი ცალსახა პასუხი. პრაიდი, რომ მკითხოთ ახლა, ვერც კი განგიმარტავთ, რა არის ეს პრაიდი, რა ფლეშმობია, დემონსტრაციაა, არ ვიცი უბრალოდ და შესაბამისად, "კი" ან "არას" დიქოტომია არ მაქვს.
გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული კონსტიტუციით. გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს ძალიან დიდ, ძალიან ფართო სპექტრში და ყველასთვის, უმცირესობისთვისაც და უმრავლესობისთვისაც რაღაცა ზომიერება და სხვისი აზრის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია".
სერგეენკოს, ასევე, ჰკითხეს, ამ განცხადებებით მმართველი გუნდი ეკლესიის გაღიზიანებას ხომ არ უფრთხის და ძალადობას ხომ არ ახალისებს, რაზეც მან ისევ "ზომიერებისკენ" მიუთითა და აღნიშნა, რომ მართალი, ეკლესიას დიდი ავტორიტეტი აქვს, თუმცა არ ჰგონია, "მმართველმა გუნდმა ან ოპოზიციამ ვინმე დაჩაგროს იმის გულისთვის, რომ რისხვა არ დაიმსახუროს".
კითხვაზე, რაში გამოიხატება ზომიერება, დეპუტატი ასე პასუხობს.
"ჩემი მოქალაქეობრივი მოწოდება არის ყველასთვის ზომიერების გამოჩენა. საკმაო გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში და პროფესიაშიც იმისთვის, რომ რაღაცებზე დაფუძნებით ვისაუბრო. თუ გინდათ ჩამეძიოთ — რატომ, რაზე დაფუძნებით ვამბობ ამას, შემიძლია პასუხი გაგცეთ ან არა. გეუბნებით, რომ ზომიერება არის კარგი, რატომ ვთვლი ამას? ჩემხელები რომ მოიყრებით, მიხვდებით".
აღსანიშნავია, რომ ასევე ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმზე საუბრისას ამბობს, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია. ამასთან ერთად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ საზოგადოება მრავალფეროვანია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. გარდა ამისა, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები