სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ინსტიტუციური პრობლემები აქვს — ლომჯარია
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ინსტიტუციური პრობლემები აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ კანონმდებლობით ისინი პროკურატურისგან საკმარისად დისტანცირებულნი არ არიან. ომბუდსმენის თქმით, ეს კი მათ დამოუკიდებლობას ხელს უშლის.
"ზოგადად, ნამდვილად პოზიტიურად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან. ისინი ჩვენთან მიმართებით არიან გახსნილები. არ გვქონია პრობლემა გამოძიების მასალებზე წვდომის და ამ მიმართულებით გათი გახსნილობა ნამდვილად აღსანიშნავია.
თუმცა მათივე ანგარიშებიდან ჩანს, რომ მართლდება ის შიშები, რაც სახალხო დამცველს ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლობამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საკმარისი დამოუკიდებლობის გარანტიები არ მიანიჭა. ანუ, მათ აქვთ ინსტიტუციური პრობლემები, რაც გამოიხატება იმაში, რომ კანონმდებლობით ისინი არ არიან საკმარისად დისტანცირებული პროკურატურისგან და დღეს მაგალითად, დევნის დაწყება პროკურატურის გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. ის რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით, ასევე, პროკურატურის ნებართვაა საჭირო და ა.შ. მათივე ანგარიშები ცხადყოფს, რომ ეს ინსტიტუციური ბმა, რაც დარჩა პროკურატურასთან მათ დამოუკიდებლობას უშლის ხელს და ქმნის პრობლემებს", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 18 ივნისს 2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. მოხსენების პრეზენტაციის შემდეგ ომბუდსმენს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები