ჯეფ ბეზოსის დედამიწაზე დაბრუნების წინააღმდეგ პეტიციას 41000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი

ფოტო: Getty Images
ჯეფ ბეზოსი დედამიწას ტოვებს და ხალხს მისი უკან დაბრუნება არ სურს.
ბიზნესმენმა, რომელმაც კოსმოსის შემსწავლელი კომპანია Blue Origin დააარსა, განაცხადა, რომ 20 ივნისს ძმასთან ერთად კოსმოსში მიემგზავრება. ეს კომპანიის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მათი კოსმოსური ხომალდით ადამიანი იმგზავრებს.
ამ გაცხადებიდან სამ დღეში Change.org-ზე ორი პეტიცია გამოქვეყნდა, რომელიც ჯეფ ბეზოსის დედამიწაზე დაბრუნების უფლების აკრძალვას ითხოვს. ორივე პეტიციამ ათასობით ხელმოწერა დააგროვა სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში.
"მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ, არც დედამიწაზე, არც კოსმოსში. თუმცა რადგან წასვლა გადაწყვიტა, შეუძლია იქ დარჩეს", — ნათქვამია ერთ-ერთი პეტიციის აღწერაში.
ბეზოსი და მისი ძმა კოსმოსში 11 წუთის განმავლობაში იფრენენ. ისინი სპეციალური ხომალდით იმგზავრებენ, რომლის ბილეთის ღირებულებაც $28 მილიონია.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ ბიზნესმენმა საზოგადოებას ინსტაგრამით აცნობა.
"ამ ფრენას მთელი ცხოვრების განმავლობაში ველოდი. ძალიან მნიშვნელოვანი თავგადასავალია ჩემთვის", — ამბობს ის ვიდეოში.
რა თქმა უნდა, ბიზნესმენს დედამიწაზე დაბრუნებაში ხელს ვერავინ შეუშლის, თუმცა საინტერესოა ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ. საიტის სტატისტიკის მიხედვით, ჯეფ ბეზოსის წინააღმდეგ შექმნილი პეტიციები, ყველაზე პოპულარულია ვებ-გვერდის ისტორიაში.
ასევე იხილეთ:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები