რუსეთში დევნილ ბიზნესმენს საქართველოდან ექსტრადირება ემუქრება — ბოკერია
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რუს ბიზნესმენს, სერგეი ბოკარევს, რომელიც რუსეთში იდევნება, საქართველოდან ექსტრადიცია ემუქრება. ბოკერიას თქმით, "ბიზნესმენი რუსეთში თაღლითობის მუხლით იყო დაკავებული, რაც რუსეთში არასასურველი ბიზნესმენების წინააღმდეგ ტრადიციული მეთოდია".
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგს გიგა ბოკერიასთან და ადვოკატ მალხაზ პატარაიასთან ერთად თავად ბოკარევიც ესწრებოდა.
ბოკერიას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ სერგეი ბოკარევის დევნის მიზეზი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის ღია ფინანსური მხარდაჭერა და რუსული პოლიტიკის კრიტიკაა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაშიც.
"არ არის მოულოდნელი, რომ ამას მის ბიზნესში ჯერ ფინანსური პრობლემები მოჰყვა. შემდეგ მოწოდება, რომ საჯაროდ უარეყო თავისი პოზიცია და შეერთებოდა ერთიანი რუსეთის მხარდამჭერთა საჯარო კოლექტივს. მისგან მაგალითის შექმნა უნდოდათ, როგორ განუდგა "ცუდ" პოზიციებს და როგორ დადგა "სწორზე". ხოლო მას შემდეგ რაც მან ამ ყველაფერზე უარი განაცხადა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო", — განაცხადა ბოკერიამ.
რუსეთში აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გადახდის შემდეგ ბოკარევი საქართველოში ჩამოვიდა.
"საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 2018 წელს მას ჯერ აკავებენ 9 თვე ამყოფებენ წინასწარი დაკავების საკანში, რუსეთის მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე და ამის შემდეგ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მას უარი ეთქვა თავშესაფრის მიღებაზე, დღესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს მის დევნას და ხვალ არის მისი სასამართლო. წარმატების შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ბოკარევს ექსტრადირება და პუტინის რუსეთის ხელში გადაცემა ემუქრება", — აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი.
სერგეი ბოკარევმა აღნიშნა, რომ რუსეთში მას 99%-იანი შანსი აქვს, რომ სასამართლო გაამტყუნებს და 10 წლამდე პატიმრობას მიუსჯის. ციხეში კი მას წამება, ძალადობა, და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება. ბიზნესმენის უფლედამცველის, მალხაზ პატარაიას თქმით, საქართველომ ბოკარევს სამართლებრივად თავშესაფარი უნდა მისცეს.
რუსი ბიზნესმენის საქმესთან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები