დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია, მთელი მსოფლიო მარტო დაპირებებს იძლევა — ზაზა გახელაძის დედა
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის დედა ამბობს, რომ შვილის გათავისუფლებას ყველა ჰპირდება, შედეგი კი არ ჩანს. ირმა ბუნტურის თქმით, ფსიქოლოგიურად დაიღალა და თვითმკვლელობა სცადა. ის უკანონო პატიმრობაში მყოფი შვილის გასათავისუფლებად ისევ დახმარებას ითხოვს.
"დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია. ყველას შევხვდით, პრეზიდენტს შევხვდით, პრემიერს, ამერიკის ელჩს. მთელი მსოფლიო მარტო დაპირებებს იძლევა და გადის დღეები, თვეები, წელიწადი მოვიდა და ჩვენი საშველი, შედეგი და ჩვენი მოთხოვნა არავის ეყურება. ჩვენს საქმეს საშველი არ დაადგა და ადამიანი ფსიქოლოგიურად ყველა ერთნაირია. რავიცი იძულებული ვარ, რაღაცა მოვიმოქმედო. დამღალა ამ ყველაფერმა და იძულებული ვარ, რაღაცა ხერხს მივმართო. დღეს თუ არ გამომივიდა, ხვალ და ზეგ არ ვიცი კიდევ თუ მივალ ამ ზომამდე და დამთავრდება ჩემი ტანჯვა-წამება. მესმის, დამნაშავე რომ იყოს, იტყვი ადამიანი დამნაშავეა და მოიხადოს სასჯელი, შეეგუები ადამიანი და მთელი მსოფლიო ამბობს, უდანაშაულოაო და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს პირველივე დღიდან. წელიწადი გავიდა და განა რა გახდა ჩვენი საქმე ასეთი უსაშველო, — ამბობს ნანა ბუნტური მთავარ არხთან.
ზაზა გახელაძის მამამ კი დღეს აღნიშნა, რომ ოჯახში რთული მდგომარეობა აქვთ — ბავშვები საჭმელს არ ჭამენ. მისივე თქმით, ასეთი მდგომარეობისა და ცოლის თვითმკვლელობის მცდელობის გამო აქციების მოწყობა და ერგნეთში გადასვლა გადაწყვიტეს, რათა შვილის გასათავისუფლებლად ყურადღება ამ ფორმით მაინც მიიქციონ.
11 ივლისს ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. ის კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. რუსული მხარის მტკიცებით, გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.
გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
კომენტარები