პროტასევიჩის დაკავების გამო, ევროკავშირმა ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა
Ryanar-ის რეისის იძულებით დაშვებისა და ბელარუსი აქტივისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების გამო, ევროკავშირმა ბელარუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაუწესა. ევროკავშრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები იმ 8 ბელარუსულ კომპანიასა და 78 ფიზიკურ პირს შეეხება, რომლებიც ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი.
"ამ პირებს შორის არიან ცნობილი ბიზნესმენები, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს უჭერენ მხარს. ამიტომ ეს სანქციები კიდევ უფრო მძაფრ სიგნალს უგზავნის რეჟიმის მომხრეებს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ მუდმივი მხარდაჭერა ძვირად დაუჯდებათ", — ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის სანქციები ამჟამად 166 პირსა და 15 კომპანიაზე ვრცელდება, რაც ფინანსური აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე შეზღუდვასაც გულისხმობს.
23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. საბოლოოდ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
მგზავრებს შორის იყო ოპოზიციური ტელეგრამარხის Nexta-ს ხელმძღვანელი, რომან პროტასევიჩი, რომლის წინააღმდეგაც ბელარუსში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებიან. პროტასევიჩი და მისი შეყვარებული, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა აეროპორტში დააკავეს. შვიდსაათიანი დაკავების შემდეგ კი ლაინერი ვილნიუსში ჩაფრინდა.
ევროპული ქვეყნების დიდმა ნაწილმა თვითმფრინავის დაშვება სწორედ პროტასევიჩის დაკავებას დაუკავშირა. ლიეტუვამ თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრციდან რეისების მიღებასა და გაგზავნას წყვეტს. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მათ შორის Air France-მა, airBaltic-მა, Wizz Air-მა და Lufthansa-მ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვეს.
დაკავებიდან თითქმის ერთი დღის თავზე ბელარუსის სახელმწიფო მედიებმა პროტასევიჩის ვიდეო გაავრცელეს, სადაც ის აცხადებდა, რომ აღიარებით ჩვენებას აძლევდა. ასევე, მბობდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და მინსკის იზოლატორში იმყოფებოდა.
დასავლეთის შეფასებას არ იზიარებს რუსეთის ხელისუფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების რეაქცია "გაკვირვებას იწვევს".
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები