CPK: მოსკოვს სამხრეთ ოსეთში რუსეთთან ინტეგრაციით დაინტერესებული პრეზიდენტი აწყობს
Ekhokavkaza სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რუსული პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიმოხილვას აქვეყნებს და განმარტავს, რომ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვი იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც 2015 წლის შედეგად მიღწეული მეკავშირეობისა და ორი მხარის ინტეგრაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესრულების მტკიცე გარანტიებს იძლევიან.
ანგარიშის თანახმად, მოსკოვის ფავორიტები ახლანდელი დე-ფაქტო პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი და პარლამენტის სპიკერი, ანატოლი ბიბილოვი არიან. სწორედ ამ ორს შორის მიმდინარეობს ძირითადი ბრძოლაც. რუსეთი იმედს სწორედ თიბილოვსა და ბიბილოვზე ამყარებს, რადგან მათ შეუძლიათ "უზრუნველყონ ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი კლანების გრძელვადიანი კონსოლიდაცია და შეასრულონ რუსეთის წინაშე 2015 წლის მოლაპარაკებებით აღებული ვალდებულებები".
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოსკოვს შეუძლია დაარწმუნოს ბიბილოვი, რომ ამ უკანასკნელმა თიბილოვის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. თუმცა, უფრო მეტად ის სცენარი განიხილება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტობისათვის ორ მებრძოლს შორის კონკურენცია კანონის ფარგლებში წარიმართება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუ თიბილოვი, რაიმე მიზეზით, პრეზიდენტობისთვის ბრძოლაზე უარს განაცხადებს, მოსკოვისათვის მისაღები კანდიდატი ბიბილოვი გახდება.
ანგრიშის თანახმად, აუტსაიდერთა შორის არის ექს-პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი, რომელსაც რუსეთი დესტაბილიზაციის ფაქტორად განიხილავს და მისი 2017 წლის არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებული არ არის. გარდა ამისა, მოსკოვის მიერ მიუღებელ კანდიდატებს შორის არიან შინაგან საქმეთა დე-ფაქტო ექს-მინისტრი, დავიდ სანაკოევი და თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ძამბოლატ ტედეევიც.
ადგილობრივი ექსპერტი, როლანდ კელეხსაევი კი ამბობს, რომ ზემოაღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ იმის შეხსენებაა, რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში უნდა წარიმართოს:
"ანგარიშში ნათლად წერია, რომ მოსკოვს კოკოითისა და ტედეევის რევანშისტული ზრახვები არ აწყობს".
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთში სტაბილურობის შენარჩუნებით, ორ მხარეს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკების შესრულებით არის დაინტერესებული:
"კრემლი იმ კანდიდატს, ან კანდიდატთა კოალიციას დაუჭერს მხარს, რომლებიც ზემოაღნიშნული პირობების შესასრულებლად მტკიცე გარანტიებს წარადგენენ".
პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრი 1992 წელს დაარსებული რუსული კერძო კომპანიაა, რომლის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება პოლიტიკური ანალიზია. 2000 წლიდან კი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები