კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად, რესტორნები და კლუბები მხოლოდ ღამის 12 საათამდე შეძლებენ მუშაობას
კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად, რესტორნებსა და სხვა დაწესებულებებს ღამით მუშაობა ისევ ეკრძალებათ. დაწესებულებები 24 საათზე უნდა დაიხუროს.
"გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივლისიდან, უბრალოდ, ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24 სათამდე. 24 საათის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებს.
იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებს ცხადია და ისეთ დაწესებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც", — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ე.წ. კომენდანტის საათი პირველი ივნისიდან მოიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმინისტრმა გამოაცხადა.
გადაადგილების შეზღუდვა, ანუ ე.წ. კომენდანტის საათი, 7 თვის წინ, უფრო ზუსტად კი 225 დღის წინ დაწესდა და 221 დღეა მოქმედებს. ეს ერთადერთი შეზღუდვაა, რომელიც მეორედ დაწესების შემდეგ, არც წინა და არც მოქმედ სამთავრობო გუნდს არ მოუხსნია და გამონაკლისის სახით, მხოლოდ 4 ღამით გაუქმებით შემოიფარგლა.
გარდა ამისა დღეს ცნობილი გახდა, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, თუმცა ძალაში რჩება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.
კომენდანტის საათი საქარველოში
კომენდანტის საათი ვირუსის პირველი ტალღის დროსაც გვქონდა, როცა ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა, ის მხოლოდ 53 დღე გაგრძელდა. მაშინ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 31 მარტს დაიწყო და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდებოდა. 23 მაისს კი საგანგებო მდგომარების გაუქმებასთან ერთად, მოიხსნა.
მეორე ტალღისას, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 7 ნოემბერს დაწესდა და 9 ნოემბერს შევიდა ძალაში. მაშინ, საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე პერიოდს შეეხო. გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურისას დაუშვეს, როცა ორი ღამით, შეზღუდვა გააუქმეს.
არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, 28 ნოემბერს საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და 1 საათით წინ გადმოწია: გარეთ გასვლა 21:00-დან აიკრძალა. ამის შემდეგ კომენდანტის საათი მხოლოდ ორჯერ მოიხსნა — ახალ წელს და მართლმადიდებლური შობის ღამეს. იგივე გამონაკლისი არ დაუშვა მთავრობამ სხვა კონფესიებისთვის, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. მაშინ მრევლს ტაძარში მისასვლელად საშვის აღებისკენ მოუწოდეს.
იყო კიდევ ერთი "შემსუბუქება" — 28 მარტს საქართველო ესპანეთის მატჩის ბილეთის მფლობელებს ღამის 01:00 საათამდე ჰქონდათ გარეთ ყოფნის უფლება. თუმცა, იგივე უფლებებით არ აღჭურვა საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანული თემი, რომლებმაც 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ღამით კომენდანტის მოხსნა ითხოვეს.
დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდა მთავრობას კათოლიკე ეკლესიასთანაც, რომელმაც 4 აპრილს აღდგომის აღსანიშნავად კომენდანტის საათის მოხსნა ითხოვა — საბჭომ მათთვის გამონაკლისი არ დაუშვა, ამიტომ ღამისთევის მსახურება დღის საათებში გადმოიტანეს.
მაისში შეიქმნა პეტიცია, რომელსაც კომენდანტის გაუქმების მოთხოვნით 28 000 ადამიანმა მოაწერა ხელი. 17 მაისს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათმა 23 საათამდე გადაიწია. პირველ ივნისს კი კომენდანტის საათს ისევ შეეხო ცვლილებები, ოღონდ ამჯერად პირიქით, დილის 5-დან 4-მდე გადმოიწია.
პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა კომენდანტის საათი არაერთხელ დაარღვიეს. იმართებოდა საპროტესტო აქციები და მსვლელობები. აქტივისტების ნაწილი ღამეს ქუჩაში ათევდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, უმეტესად მათ ადგილზე არ აჯარიმებდნენ და საჯარიმო ქვითრების მხოლოდ მეორე დღეს მისდიოდათ. ისინი გადახდაზე უარს ამბობენ და ასაჩივრებენ.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები