5 მიზეზი, თუ რატომაა მადლიერების გამოხატვა სასარგებლო
ოჯახის წევრს, მეზობელს, მეგობარს, გამყიდველს თუ მომსახურე პერსონალს მადლობა გადაუხადე და გაუღიმე. თითქოს, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუმცა ერთი წვეთი მადლიერებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თავი უფრო ბედნიერად იგრძნო.
როგორც აღმოჩნდა, ამ სასიამოვნო გრძნობას იმაზე მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე უბრალოდ კარგი განწყობის შექმნაა. იმისათვის, რომ მადლიერების გამოხატვის აუცილებლობაში თავადაც დარწმუნდე, გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომაა მადლიერების გამოხატვა შენთვის სასარგებლო:
1. მადლიერება ამცირებს სტრესსა და შფოთვას
2020 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მადლიერების გამოხატვა სტრესისა და შფოთვის შემცირებას უწყობს ხელს. მადლიერების მკვლევარი-მეცნიერის, რობერტ ემონსის თქმით, მადლიერება ამცირებს უარყოფით ემოციებს, მათ შორს დეპრესიის სიმპტომებს. ეს, თავისთავად, დადებითად აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზე
2. მადლიერება პოზიტიური ემოციებით გამარაგებს
მადლიერება პირდაპირაა დაკავშირებული პოზიტიურ ემოციებთან და ბედნიერების შეგრძნებასთან, შესაბამისად მადლიერების ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად ქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 2003 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც 10 კვირის განმავლობაში მადლიერების გამოხატვის სავარჯიშოებით იყვნენ დაკავებული, კვლევის ბოლოს თავს უფრო ოპტიმისტურად და მხნედ გრძნობდნენ.
3. მადლიერებით საკუთარ ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნავ
ის ფაქტი, რომ მადლიერება მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს, თავისთავად იმასაც გულისხმობს, რომ აღნიშნული გრძნობა ფიზიკური კეთილდღეობისთვისაც სასარგებლოა. სტრესი ორგანიზმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში უშლის ხელს, ამიტომ სტრესის დონის შემცირება ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. 2017 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით კი მადლიერებამ შესაძლოა გულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიც კი შეამციროს. როგორც ჩანს, საკუთარი გულის მოფრთხილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა სწორედ მადლიერების გამოხატვაა.
4. მადლიერება გიმაღლებს თვითშეფასებას
მადლიერება გეხმარება, დააფასო ყველა ის წვრილმანი ბედნიერება, რომელსაც სხვა დროს შეიძლება ვერც კი ამჩნევდე. ამასთან, მადლიერების ხშირი გამოხატვა საშუალებას აღარ გაძლევს, შენი გრძნობები და მდგომარეობა სხვა ადამიანებისას შეადარო. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, დადებითად აისახება თვითშეფასებაზე.
5. მადლიერება დადებით გავლენას ახდენს პირად ურთიერთობებზე
ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გარდა, ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი პირად ურთიერთობებსაც უჭირავს. მადლიერება ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებასა და მათ გაუმჯობესებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. 2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყვილები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ, უფრო ბედნიერები იყვნენ. მართლაც, საყვარელი ადამიანისთვის მადლობის გადახდა ორივე მხარეს დადებითი ემოციებით ავსებს, რომლებიც, სულ მცირე, მთელი დღის განმავლობაში გაგყვება.
ახლა, როცა მადლიერების გამოხატვის აუცილებლობაში დარწმუნდი, განსაკუთრებით გაგახარებს საქართველოს ბანკის სამადლობელი, რომლის დახმარებითაც რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში მომსახურე პერსონალისთვის მადლიერების გამოხატვა და ე.წ. "თიფის" დატოვება უნაღდო ანგარიშსწორებით შეგიძლია.
აღნიშნული ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა, მოითხოვო საქართველოს ბანკის ტერმინალი, მასზე ბარათის მხოლოდ ერთი მარტივი შეხებით გადაიხადო მომსახურების საფასური და მასთან ერთად დატოვო სამადლობელიც. ე.წ. "თიფის" გადახდა ნებისმიერი ბანკის (Visa და MasterCard) ბარათითაა შესაძლებელი. ასევე, შეგიძლია, Apple Pay-სა და Tskapp აპლიკაციაც გამოიყენო, თუმცა მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები