ილია II-ს სახელით გაიგზავნება წერილი რუსეთის პატრიარქთან გახელაძის საქმეზე შუამდგომლობისთვის — მეუფე ანდრია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II სახელით რუსეთის პატრიარქთან, კირილე I-თან გაიგზავნება წერილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის საქმეზე შუამდგომლობის თხოვნით. ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ განაცხადა.
"ბატონმა მიშამ [ზაზა გახელაძის მამა] და მთელმა ოჯახმა თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რათა პატრიარქს გაეწია შუამდგომლობა რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ზაზასთან მიმართებაში. მისმა უწმინდესობამ, მინდა ვთქვა, რომ ძალზე გულთან მიიტანა ეს ამბავი და გადაწყდა, რომ პატრიარქის სახელით გაიგზავნება წერილი, წერილი უკვე მზად არის და გადაიგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი, რათა უკვე მათ, თავისი მხრიდან, გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი", — განაცხადა მეუფე ანდრიამ.
იგი გახელაძეების ოჯახში ამ თემაზე სასაუბროდ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსთან, მეუფე დამიანესთან ერთად იმყოფებოდა. ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ დახმარების თხოვნით მეუფე ანდრიას ორი დღის წინ მიმართეს.
"ჩვენ მივმართეთ თხოვნით გორის ეპარქიის მეუფეს. დღეს უკვე გამოხმაურება მოვიდა სასულიერო პირისგან, რომ ჩვენი წმინდანი, ილია მეორე, მისწერა წერილი რუსეთის პატრიარქს თხოვნით, რომ ეშუამდგომლა და ჩართულიყო ამ პროცესში", — ამბობს ირმა ბუთხუზი.
მეუფე ანდრიას თქმით, პასუხს მიღებისთანავე შეატყობინებენ გახელაძეების ოჯახს.
გაიგე მეტი:
- პროვოკაციული მცდელობები ჩაიშლება — ოკუპირებული ცხინვალი გახელაძის მხარდასაჭერ აქციაზე
- დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია, მთელი მსოფლიო მარტო დაპირებებს იძლევა — ზაზა გახელაძის დედა
- მუშაობენ უსაფრთხოების სამსახურები, რომ ამ აქციებმა პროვოკაცია არ გამოიწვიოს — ზალკალიანის გახელაძის ოჯახის აქციაზე
- განიხილება შესაძლებლობა, რომ ზაზა გახელაძე ციხეში ოჯახმა მოინახულოს — ირაკლი ანთაძე
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები