ზაზა გახელაძის დაბადების დღეზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მხარდამჭერებმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ ქვემოჭალაში აქცია-მსვლელობა გამართეს. აქციას თბილისიდან შეუერთდნენ აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი.
დღეს გახელაძის დაბადების დღეა, აქცია სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა. ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმაროს ზაზას გასათავისუფლებლად, რადგან ის თითქმის 1 წელია, უკანონო პატიმრობაშია.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში ჰქონდათ ბანერი წარწერით "თავისუფლება ზაზა გახელაძეს", რომელსაც სიმბოლურად მავთულხლართი ჰქონდა შემოვლებული.
ისინი სამთავისის მონასტერში მივიდნენ, სადაც სანთლები დაანთეს. თავდაპირველად გზის გადაკეტვა იყო დაგეგმილი, თუმცა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ გადაიფიქრეს.
გარდა ამისა, გახელაძის მამას დაგეგმილი ჰქონდა გადასვლა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. მისი თქმით, შვილის დასახმარებლად სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა. თუმცა, დღეს განაცხადა, რომ გადაიფიქრა ოჯახისა და პატრიარქის თხოვნით. გახელაძის ოჯახის წევრების თქმით, საპატრიარქო მათ დახმარებას დაჰპირდა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ზაზა გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, გადაწყვეტილებებს ეტაპობრივად მიიღებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ელოდებიან საპატრიარქოს, მოახერხებენ თუ არა ისინი გათავისუფლებაში დახმარებას. ბუთხუზმა აღნიშნა, რომ ეს დრო ხელისუფლებამაც უნდა გამოიყენოს და ყველაფერი გააკეთოს ზაზას გასათავისუფლებლად.
ნახეთ On.ge-ს პირდაპირ ეთერი მსვლელობიდან:
11 ივლისს ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე ოუპანტებმა გაიტაცეს. ის კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს.
გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები