მოსალოდნელია, რომ ივნისში წლიური ინფლაცია პიკს მიაღწევს — ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი ელოდება, რომ ივნისში წლიური ინფლაცია პიკს მიაღწევს — ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ იმ რელიზშია ნათქვამი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 9,5%-ზე დატოვებას ეხება.
ინფლაციაში ფასების დონის ზრდა იგულისხმება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში რეკორდულად მაღალია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ფასების ზრდის ამგვარი ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება და მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) 2022 წელს ეტაპობრივად დაუბრუნდება.
"მოსალოდნელია, რომ ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7% იქნება. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებითა და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ერთჯერადი გარეგანი ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება", — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
სებ-ის განცხადებაში მაღალი ინფლაციის გამომწვევი მიზეზების შესახებაც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მიმდინარე პერიოდში ფასების ზრდა საწვავისა და სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე პროდუქციის გაძვირებამ გამოიწვია. ეროვნული ბანკის აზრით, გასული თვეების ინფლაციზე გავლენა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამაც იქონია. ასევე, ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ თბილისში გაზის ტარიფის გაძვირება, ივნისის ინფლაციაზე გავლენას მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ მაისში წლიური ინფლაცია 7,7% იყო — ეს ბოლო 10 წელში ფასების ზრდის რეკორდული მაჩვენებელია. აპრილში ფასები წლიურად 7,2%-ით გაიზარდა. მაღალი ინფლაცია იყო მარტშიც, როდესაც ფასების ასევე 7,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ინფლაციური რისკებიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა 23 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 13 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელზე, 9,5%-ზე დატოვა. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ და ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ. შესაბამისად, ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.
ცნობისთვის, ივნისის თვის ინფლაციის მაჩვენებელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2 ივლისს გამოაქვეყნებს.
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედანზე სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედანზე სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
კომენტარები