ქვიზი — იცნობ თუ არა Google-ის, Apple-ის, Microsoft-ისა და სხვა ტექ გიგანტების ისტორიას
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ტექნოლოგიური კომპანიები და მათ მიერ შექმნილი პროდუქტები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერი ადამიანისთვის რთულია იმის წარმოდგენა თუ როგორც უნდა ვარსებობდეთ სმარტფონების, საძიებო ძრავებისა თუ ოპერაციული სისტემების გარეშე.
თითოეული იმ პროდუქტის უკან, რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, ტექნოლოგიური გიგანტები დგანან. ყველამ იცის გუგლი, უამრავი ადამიანი ხმარობს Apple-ის სმარტფონებსა თუ კომპიუტერებს, დედამიწაზე არსებული კომპიუტერების 87%-ზე ვინდოუსი აყენია. ტექნოლოგიური გიგანტების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე ძალიან დიდია.
სწორედ ამიტომ, დღევანდელი ქვიზი ამ კომპანიების დაფუძნების ისტორიებზე მოგიმზადეთ.
გამოცადე შენი თავი და გაიგე რამდენად ერკვევი ტექნოლოგიური სამყაროს განვითარების ისტორიაში.
ქვიზი — იცნობ თუ არა Google-ის, Apple-ის, Microsoft-ისა და სხვა ტექ გიგანტების ისტორიას
ტესტის დაწყება1 / 9 როდის და ვის მიერ დაარსდა Google?
- 1995 წელს, სტენფორდის ორმა სტუდენტმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა მსოფლიოს ყველაზე დიდი საძიებო სისტემა შექმნეს
- Google ილონ მასკმა დაარსა 2000 წელს, მანამ სანამ ტესლას შეისყიდიდა, შემდეგ კი გაყიდა
- Google 1998 წელს ლარი პეიჯმა დაარსა
- Google ბილ გეიტსმა და სტივ ჯობსმა დაარსეს, შემდეგ ვერ გაიყვეს და გაყიდეს
2 / 9 ვინ და როდის დააარსა Apple?
- Apple 1938 წელს, სასურსათო მაღაზიად დაარსდა
- Apple-ის შექმნის იდეა სუნდარ პიჩაის ეკუთვნის, ის მან 1999 წელს შექმნა
- Apple, 1976 წელს, სტივ ვოზნიაკმა და სტივ ჯობსმა დააარსეს
- Apple სტივ ჯობსმა დააარსა უნივერსიტეტში სწავლის დროს, 1990 წელს
3 / 9 სად და როდის დაარსდა SONY?
- SONY გერმანული კომპანიაა და ის ადოლფ ჰიტლერის განკარგულებით შეიქმნა
- SONY კორეაში, მე-20 საუკუნის დასაწყისში დაარსდა
- SONY იაპონიაში, 1946 წელს ორმა ადამიანმა დააარსა
- SONY ჩინური კომპანიაა და ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა
4 / 9 სად და როდის დაარსდა Samsung?
- Samsung ამერიკული კომპანია და ის Apple-თან ერთად შეიქმნა
- Samsung სამხრეთ კორეული კომპანიაა და ის 1938 წელს შეიქმნა
- Samsung იაპონიაში შეიქმნა და თავიდან სამხედრო ტექნიკას უშვებდა
5 / 9 როდის და ვის მიერ შეიქმნა Microsoft?
- Microsoft პოლ ალენმა და ბილ გეიტსმა 1975 წელს დააარსეს
- Microsoft ჯეფ ბეზოსმა 90-იან წლებში დააარსა
- Microsoft ბილ გეიტსმა 1975 წელს დაარსა
- Microsoft პოლ ალენმა 1985 წელს დააარსა
6 / 9 ვინ და როდის დააარსა ელექტრომობილების გიგანტი Tesla?
- Tesla ილონ მასკმა 2000-იან წლებში დააარსა
- Tesla 2003 წელს ამერიკელმა ანტერპრენერებმა, მარტინ ებერჰარდმა და მარკ ტარპენინგმა დააარსეს
- Tesla 2008 წელს ტიმ კუკმა დააარსა
- PayPal-ის გაყიდვით შემოსული თანხით ილონ მასკმა ტესლას დააარსება 2002 წელს გადაწყვიტა
7 / 9 ახალ კომპანიებზე გადავიდეთ — როდის და ვინ შექმნა Xiaomi?
- Xiaomi ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას ეკუთვნის
- Xiaomi ლეი ჯუნმა 2010 წელს დააარსა
- Xiaomi რენ ჟენგფეიმ 1987 წელს დააარსა
8 / 9 როდის შეიქმნა Huawei?
- Huawei ამერიკული კომპანიაა და ის 2000-იან წლებში დაარსდა
- Huawei-ს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ის მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა
- Huawei რენ ჟენგფეიმ 1987 წელს დააარსა
9 / 9 არ დავივიწყოთ ლეგენდარული კომპანია — როდის და სად შეიქმნა NOKIA?
- Nokia ფინური კომპანიაა და ბაზარზე 2000-იან წლებში გამოჩნდა
- Nokia 1990 წელს, ფინეთში დაარსდა
- Nokia ფინეთში 1865 წელს დაარსდა
ერთი წუთით...
კომენტარები