უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე კვლავ ვდგავართ — საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები
24 ივნისს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბრიუსელში პირველი ერთობლივი ვიზიტი აქვთ, მას შემდეგ რაც, მაისში, სამმა ქვეყანამ ''ასოცირებული ტრიოს'' ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, აურელიუ ჩოკოიმ და დმიტრო კულებამ ერთობლივი მოსაზრება გამოაქვეყნეს, სადაც მათი ქვეყნების ევროკავშირის უფრო მაღალი ამბიციაა ხაზგასმული.
საგარეო მინისტრების მოსაზრებას On.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ზუსტად შვიდი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის სამმა ქვეყანამ — საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ისტორიული და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს თავიანთი ევროპული მომავლისკენ, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. ისინი მოიცავდნენ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სფეროებს და წარმოადგენენ ყველაზე ამბიციურ შეთანხმებებს, რომლებიც ევროკავშირს ოდესმე თავის მეზობლებთან დაუდია. ამ შეთანხმებებმა გააერთიანა ჩვენი თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება და კეთილდღეობის სახელმწიფო მშენებლობის პროცესები. მათ არსებითად განაახლეს სამი აღმოსავლელი პარტნიორის ურთიერთობა ევროკავშირთან და მტკიცედ განალაგეს ისინი ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე, აღიარეს რა ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებები, აგრეთვე საერთო ისტორია და ღირებულებები, რომლებსაც დანარჩენ ევროპასთან ვიზიარებთ. ევროკავშირი გახდა ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი, მთავარი ინვესტორი და დანიშნულების ადგილი მილიონობით ჩვენი მოქალაქისთვის, რომლებიც იქ უვიზოდ მოგზაურობენ.
შეთანხმებები წარმოადგენს ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის გაძლიერებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ჩარჩოს, რომელსაც ისინი თანდათანობით მიჰყავს ევროკავშირის შიდა ბაზართან ინტეგრაციისკენ. შეთანხმებები წარმოადგენს ეფექტიან და ყოვლისმომცველ სახელმძღვანელოს სამი ასოცირებული პარტნიორის დინამიური რეფორმის პროცესში. ევროკავშირისთვის ეს, ასევე, გახდა ძლიერი ინსტრუმენტები ამ ისტორიული და რთული ტრანსფორმაციის გზაზე ჩვენს გვერდით ყოფნისათვის და დასახმარებლად.
ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ ხელმოწერის დღესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის არა რიგითი შეთანხმებები, არამედ მთელი ეტაპები ჩვენი ურთიერთობებისა და მთლიანად ევროპის ისტორიაში.
მას შემდეგ ასოცირებული პარტნიორები თანმიმდევრულად და სტაბილურად ახორციელებენ შეთანხმებებს. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირებაში, ვაჭრობის ლიბერალიზაციაში, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის გარდაქმნაში, ადამიანთა შორის კონტაქტების დამყარების საქმეში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში, გარემოს დაცვის დღის წესრიგის გაუმჯობესებაში და უსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენი დემოკრატიებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესება ყოველთვის იყო და რჩება არსებით პრიორიტეტებად. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებს.
რეფორმების დღის წესრიგზე ფოკუსირებისას გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ დგანან უსაფრთხოების გამოწვევების, განსაკუთრებით კი, მოუგვარებელი კონფლიქტების წინაშე. რუსეთის მიერ განხორციელებულმა ანექსიამ და უკანონო ოკუპაციამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე და ასევე მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებულმა გადაუჭრელმა კონფლიქტმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს და დაანგრია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევებმა მნიშვნელოვნი დესტაბილიზაცია გამოიწვია ევროპულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაში და შეარყია წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირთან ერთად ვიმუშავოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
როგორც სამ დამოუკიდებელი ერს, ჩვენ გავერთიანებს ჩვენი ევროპული არჩევანი, და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე ასვლის სურვილი. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, უკვე მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხებში. ასოციაცირების ტრიოს შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელებაში შემდგომი პროგრესისკენ და შეისწავლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული განვითარების ახალ იმპულსს პარტნიორების ამბიციებისა და პროგრესის გათვალისწინებით.
ევროკავშირში გაწევრიანების ძირითადი მიზნის მიღმა, ასოცირების ტრიო, DCFTA – სთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ასევე, იმუშავებს ევროკომისიისა და პარტნიორებს შორის არსებული დიალოგის დღის წესრიგის ისეთ ახალ თემატურ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, განათლება, სამართლიანობა და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ DCFTA-ს ჩარჩოს მიღმა, მოვძებნოთ დამატებითი ინსტრუმენტები ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად, ასევე ევროკავშირთან ძლიერი, უსაფრთხო და საიმედო კავშირის გასაძლიერებლად", — წერენ საგარეო საქმეთა მინისტრები.
დღესვე ბრიუსელში ზალკალიანის, ჩოკოისა და კულებას ერთობლივი შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელთან.
სამივე ქვეყნის მინისტრები ევროკავშირს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნებისა და მისი სამომავლო საქმიანობის მიზნებს გააცნობენ. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის — "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები