საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბალავარი ჯგუფი რეგიონებში კიდევ 3 სკოლას ააშენებს
საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია ბალავარი ჯგუფი აქტიურად აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო პროექტების განხორციელებას. ახლახან ჯგუფმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქუთლიარის, შულავერისა და კასუმლოს საჯარო სკოლების მშენებლობა დაასრულა. მალე კომპანია კიდევ 3 ადგილას, კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისსა და ყიზილაჯლოში, და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩიში დაასრულებს სკოლების რეაბილიტაციას. პროექტის ჯამური ღირებულება 16,5 მლნ. ლარს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ შენობები ენერგოეფექტურია და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, სკოლები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის სახანძრო სისტემებით და ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც შიდა საკონცერტო დარბაზები, ასევე გარე სპორტული მოედნები და ვენტილირებადი სპორტული დარბაზები.
ჯგუფი 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და უკვე წარმატებით აქვს დასრულებული 15-ზე მეტი პროექტი, მათ შორის დეველოპერული პროექტები მუხიანში, სამგორსა და ვაზისუბანში.
"უკვე 5 წელია, ბალავარი ჯგუფი საქართველოს ბანკთან პარტნიორობს, ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ შევძელით როგორც დეველოპერული, ასევე არაერთი სამშენებლო პროექტის განხორციელება. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ როგორც სკოლების სარეაბილიტაციო, ასევე დეველოპერულ პროექტებს, კერძოდ, ვაზისუბანში და გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე 3 კორპუსის მშენებლობას. სამომავლოდ კი ბალავარი ჯგუფი ლისზეც გეგმავს სამშენებლო პროექტებს", — აცხადებს გეგა ტოფაძე, ბალავარი ჯგუფის გენერალური დირექტორი.
"საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, კვლავ აგრძელებს ეკონომიკურად გამართული ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. ბალავარი ჯგუფის და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში უკვე დასრულდა არაერთი დეველოპერული თუ სკოლის სარეაბილიტაციო პროექტი. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადი ბიზნესის გაძლიერებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე", — განაცხადა ვალერი ნარსიამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ.
კომპანიის შესახებ:
ბალავარი ჰოლდინგი არის სრული მომსახურების საკონტრაქტო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ყველა სახის სამშენებლო პროექტში: მათ შორის საცხოვრებელი და კომერციული, დიდი და მცირე სამშენებლო პროექტები. კომპანიას გააჩნია მშენებლობის ყველა ფაზის მართვის მდიდარი გამოცდილება და ძირითადი ქვეკონტრაქტორებისა და კონსულტანტების ძლიერი გუნდი, შენობების სტრუქტურული ანგარიში, სამშენებლო სამუშაოების შესრულება, პროექტის განვითარება, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, სარემონტო სამუშაოების შესრულება.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები