ჭიქა ღვინოზე მოსასმენი ამბების ვიდეოსერია თბილღვინოსგან
ჭიქა ღვინით შეივსე, კარგად მოკალათდი და ერთ ამბავზე დაგვეწვიე.
ჩვენი ქვეყნის ისტორია მოგვითხრობს ბევრ საამაყო ადამიანზე, რომელთა ღვაწლმაც საქართველოს დაუვიწყარი წარსული განსაზღვრა, აწმყოზე იქონია გავლენა და მომავალშიც სამაგალითო იქნება. ყველა ჩვენგანი იცნობს არაერთ მეცნიერს, ხელოვანს თუ ისტორიულ ფიგურას, მათი ცხოვრების ამბავიც კარგად ვიცით, ნაწილს ქართულ სუფრასთან შეკრებილებიც კი გავიხსენებთ ხოლმე, მაგრამ ისეთი ისტორიებიც მრავლად არის, ჯერ რომ არ გვსმენია.
თბილღვინოს ახალი ვიდეოების სერია — ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი სწორედ იმ ამბებს აერთიანებს, რომელთაც ეს სასმელი განსაკუთრებით უხდება.
ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი
თითოეული ვიდეო თითო ამბის შესახებ იქნება, ისტორიებს კი ცნობილი ადამიანები პირველ პირში გიამბობენ. ზოგ ამბავს ჩვენი დროის სამაგალითო პირები მოგიყვებიან, ზოგსაც ანიმაციური გმირებისა და გახმოვანების საშუალებით გაიგებთ.
ცისფერი ყანწები
უკვე შეგიძლიათ მოუსმინოთ პაოლო იაშვილის პოეტურ მონათხრობს 1915 წლის ზაფხულის იმ საღამოზე, რომელმაც პაოლოს ახალი ლიტერატურული ჟურნალისთვის ცისფერი ყანწების დარქმევა გადააწყვეტინა.
ლადო გუდიაშვილის პარიზული თავგადასავალი
ლადო გუდიაშვილი პარიზში მოგზაურობის თავგადასავალს მოგიყვებათ — მოდილიანთან შეხვედრას გაიხსენებს და ამ დიდი ხელოვანის პორტრეტს მცირე ისტორიის საშუალებით დაგანახებთ.
უძველესი ქვევრისა და ღვინის ამბავი
არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე, რომელსაც ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიის დადასტურებაში უდიდესი წვლილი აქვს, გიამბობთ ისტორიას პირველი ქვევრის აღმოჩენისა და ქართული ღვინის ფესვების შესახებ.
შოთა რუსთაველის ფრესკა
პოეტი-აკადემიკოსი, ირაკლი აბაშიძე ენათმეცნიერებთან, აკაკი შანიძესა და გიორგი წერეთელთან ერთად იერუსალმში მოგზაურობის ამბავს მოგითხრობთ და თვალწინ გაგიცოცხლებთ შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენის ჯადოსნურ წამს.
პირველი ქართველი მეღვინე ქალი
სალომე დადიანი ქალთა შორის პირველი ქართველი მეღვინეა და ჭიქა ღვინოზე მოსაყოლ ამბად სწორედ ამ საქმიანობის წამოწყების ისტორია შეარჩია. მეღვინე ქალი 1873 წელს სამეგრელოში დაბრუნების, ქართული ვაზის ჯიშებისგან ვენახის გაშენების და ამ ჯიშების გადარჩენის ამბავს გაიხსენებს.
ამ სერიის ყველა ამბავი სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანების მონათხრობს გააერთიანებს, ერთი მხრივ ჩვენი დროის სამაგალითო ადამიანები, მეორეს მხრივ კი გარდასულ დღეთა დიდი მოღვაწეები. ამ ვიდეოსერიების შემდეგი ეპიზოდებიც ჩვენი ქვეყნის თავბრუდამხვევი ისტორიის კარს შეგიღებთ, რომლებმაც ჩვენს დღევანდელობას წარუშლელი კვალი დაამჩნია. დროა ჭიქა ღვინით შეივსოთ, მოკალათდეთ და საინტერესო ამბები მოისმინოთ.
1962 წელს, საქართველოში ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი, საექსპორტო ღვინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 1999 წლიდან კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რითაც სათავე დაედო სრულიად ახალ ეტაპს თბილღვინოს ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების ახალ, თანამედროვე ფილოსოფიას, რომლის წინაპირობა არის მომხმარებელი — ინდივიდუალური სურვილებითა და განსხვავებული გემოვნებით.
დღესდღეობით თბილღვინო აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს — ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც განაპირობებს საუკეთესო ხარისხს. თბილღვინოს ვენახები 355 ჰექტარზე არის გაშენებული, ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები