მეჩეთების დაკანონება გვაქვს დაგეგმილი — ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მეჩეთების დაკანონება აქვთ დაგეგმილი. მისივე თქმით, ის მუსლიმ თემთან მეგობრობს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დასმული კითხვების პასუხად განაცხადა.
"გვაქვს, ასევე, დაგეგმილი მეჩეთების დაკანონება, რომლებიც წლებია ჩამოკიდებული იყო ჰაერში და რატომღაც არ უკანონდებოდათ", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ მას ჰკითხა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას ხომ არ ფიქრობს, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა:
"არ ვიცი რატომ ეწინააღმდეგებით მას, რომელიც ძალიან ნაყოფიერად მუშაობს ჩემი შეფასებით. ჩემ დროს შეიქმნა რელიგიის სააგენტო. ჩვენ მაშინ საბჭოთა კავშირის დროს დაზარალებულ რელიგიებს, ძირითად რელიგიურ კონფესიებს დავუნიშნეთ დაფინანსება, რომლებიც საერთოდ მივიწყებულები იყვნენ. თქვენ იცით, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ წინა ხელისუფლების დროს რელიგიის მსახურები, არანაირი ყურადღება არ ექცეოდათ მათ და სწორედ ჩვენი მთავრობის დროს გამოიყო დაფინანსება და კიდევ ვაპირებთ, რომ გავუზარდოთ დაფინანსება წელსაც და გაისად კიდევ უფრო მეტი. მათ შორის, გვინდა გამოვუყოთ რეზიდენცია და ასე შემდეგ", — აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
ნაკაიძემ ღარიბაშვილს ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ პრობლემებზე ჰკითხა. ნაკაიძის თქმით, 1+4 პროგრამის შემდეგ სახელმწიფოს ახალი მიდგომები ინტეგრაციის პოლიტიკაში, რომელიც დღეს არსებულ რეალობას შეცვლის, არ აქვს. მან ღარიბაშვილს, აგრეთვე, ჰკითხა ამ მიმართულებით რა აქვთ დაგეგმილი. ნაკაიძე, ასევე, დაინტერესდა, პრემიერმინისტრს როდის ექნება პოლიტიკური ნება, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე თანხმობა გასცეს, რაზეც მას პასუხი არ გაუცია.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები