ნავთლუღის ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საბურავებს უკიდია.

როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შესაბამისი ჯგუფები მობილიზებულია ადგილზე და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.