28 ევროპარლამენტარი გომელაურს ღირსების მარშის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს
28 ევროპარლამენტარი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები და მათი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების განხორციელება უზრუნველყონ.
წერილში საუბარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი კომენტარზე, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარში უნდა გაუქმებულიყო. ევროპარლამენტარების შეფასებით, ეს განცხადება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
"სწორედ დახმარების სულისკვეთებით მოგმართავთ თქვენ, მინისტრო იმისათვის, რომ გთხოვოთ არა მხოლოდ მარშის ჩატარების უზრუნველყოფა, რომელიც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას შეესაბამება, არამედ იმისთვისაც, რომ მოსამზადებელი ღონიძიებებიც ჩატარდეს", — ვკითხულობთ ოფიციალურ წერილში.
ისინი ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებსაც ახსენებენ და წერენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის მხრიდან მარშის მონაწილეების სათანადო და ეფექტური დაცვა უზრუნველყოს.
"მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილებით აღიარებულია, რომ საქართველო ვერ იცავს მშვიდობიან დემონსტრანტებს მე-14 მუხლის დარღვევასთან მიმართებაში (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა). მოცემული საქმე ეხებოდა მშვიდობიან დემონსტრაციას ჰომოფობიის, ბიფობიის, ტრანსფობიისა და ინტერფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ პოლიციამ მათი დაცვა ძალადობრივი კონტრ-პროტესტის მონაწილეებისგან ვერ შეძლო და არ მოხდა ინციდენტის შესწავლა დისკრიმინაციული მოტივით", — ნათქვამია წერილში.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, ევროსაბჭოსთან პარტნიორობით, საქართველომ ჩადო ინვესტიციები პოლიციის ოფიცრების დასატრენინგებლად სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ, რამაც პოლიციის თანამშრომელთა ინფორმირებულობის, ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება გამოიწვია. ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ ეს ტრენინგები ღირსების მარშისთვის საჭირო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად დადებით შედეგს გამოიღებს.
წერილს ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები:
- მარკ ანგელი, LGBTI ჯგუფთა თანათავმჯდომარე (S&D);
- ფაბიო მასიმო კასტალდო, ვიცე-პრეზიდენტი, LGBTI ჯგუფთაშორისი ჯგუფი (EP ვიცე-პრეზიდენტი);
- ლისიე შრეინმახერი;
- ერნესტ ურტასუნი, მწვანეთა ვიცე-პრეზიდენტი / ევროპული თავისუფალი ალიანსი;
- დიტმარი კესტერი (S&D);
- ერიკ მარკვარდი (მწვანეთა-EFA);
- გაბრიელე ბიშოპი (S&D);
- ჰანა ნეუმანი (მწვანეთა-EFA);
- მონიკა ვანა (მწვანეთა-EFA);
- ნიკლას ნიენასი (მწვანეთა- EFA);
- რასმუს ანდრესენი (მწვანეთა-EFA);
- სარა მათე (მწვანეთა-EFA) და სხვები.
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადას აძლევს.
გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.
თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.
ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები