მარტოობა ჯანმრთელობისთვის უფრო სარისკოა, ვიდრე მოწევა ან ჭარბწონიანობა
გასული ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით ბევრს ვსაუბრობთ მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, რადგან, ფიზიკურთან ერთად, მენტალურ კეთილდღეობასაც დიდი საფრთხე შეუქმნა პანდემიამ. ეს საფრთხე მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციით გამოწვეული შფოთვა და სტრესის მოჭარბება არაა — რეგულაციების კვალდაკვალ, ბევრ ადამიანს საზოგადოებისგან განცალკევება და მარტო ყოფნა მოუწია.
ამის გამო, ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) ეგრეთ წოდებული სოციალიზაციის დანიშნულებების გაცემა დაიწყო, რომელიც, მკვლევრების შეფასებით, "კრიტიკულად მნიშვნელოვანია".
საქველმოქმედო ორგანიზაცია Mind Cymru მენტალურ ჯანმრთელობაზე პანდემიით განპირობებული შედეგების შესახებ ახლა საპილოტე კვლევას ატარებს. ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც კარანტინში იზოლირებულად იგრძნო თავი, ამბობს, რომ მარტოობა ჯანმრთელობისთვის უფრო სარისკოა, ვიდრე მოწევა ან ჭარბწონიანობა.
29 წლის კარდიფელი მეცნიერების კომუნიკატორის, ელის გრეის თქმით, პანდემიის პერიოდში დაწესებული კარანტინი მან მარტომ გაატარა, რის გამოც, მიაჩნია, რომ "სოციალიზაციის დანიშნულება" იზოლაციით გამოწვეული მარტოობის შეგრძნების სამკურნალოდ აუცილებელია.
გრეი ასევე დასძენს, რომ მარტოობას ხშირად სტერეოტიპულად განიხილავენ ხანდაზმული ადამიანების პრობლემად, თუმცა, მის მსგავსად, მსოფლიოში უამრავ ადამიანს ხანგრძლივი პერიოდის სრულ იზოლაციაში გატარება მოუხდა.
"მარტოობა გავრცელებული პრობლემაა და ეს ასე იყო პანდემიამდეც", — ამბობს ელისი, — "პრობლემა არა მხოლოდ იზოლაციაა, არამედ მისი სტიგმატიზებაც. მარტოობას ხშირად უკავშირებენ მოხუცების თაობას, მიუხედავად იმისა, რომ მასთან გამკლავება სამჯერ უფრო მეტ ახალგაზრდას უხდება".
რამდენიმეთვიანი იზოლაციის შემდეგ, გრეის თქმით, ისურვებდა მარტოობისგან თავდასაღწევი გზები ეპოვა.
"ამასთან, მე, როგორც ნეირომეცნიერს, მიმაჩნია, რომ ადამიანები მარტოობის გავლენას ჩვენს გონებასა და ჯანმრთელობაზე სათანადოდ ვერ აფასებენ — ორჯერ უფრო დიდი შანსია, რომ მარტოსულ ადამიანებში მენტალურმა პრობლემებმა იჩინოს თავი. ასევე, მარტოობა ჯანმრთელობისთვის ახლა უფრო საფრთხისშემცველად მიიჩნევა, ვიდრე მოწევა ან ჭარბწონიანობა".
ამ მიზეზებიდან გამომდინარე, გრეის მიაჩნია, რომ აუცილებელია, "სოციალიზაციის დანიშნულების" მსგავსი აქტივობები არსებოდეს, რათა ადამიანების მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე, გაუმჯობესდეს
რა არის "სოციალიზაციის დანიშნულება"?
სოციალიზაციის დანიშნულება გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს პაციენტებისათვის არაკლინიკური სერვისის შეთავაზების საშუალებას აძლევს. სერვისი რამდენიმე აქტივობის ნაკრებია, მათ შორის, მებაღეობის კლუბი, ცეკვა, ან, უბრალოდ, ჯგუფური საუბრები.
პროექტი უელსის ერთ-ერთმა სამედიცინო კოლეჯმა ჯერ კიდევ პანდემიამდე წამოიწყო და ყურადღება პაციენტებისათვის მის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
"მარტოობა და სოციალური იზოლაცია პაციენტებისათვის ისეთივე ცუდი შეიძლება იყოს, როგორც ხანგრძლივი ქრონიკული დაავადება", — აღნიშნული იყო კოლეჯის მიერ გამოქვეყნებულ პროექტის გეგმაში, — "მარტოობა ადამიანებში ნაადრევი სიკვდილის რისკს 50 პროცენტით ზრდის".
სოციალიზაციის დანიშნულების პროექტი წარმატებული შედეგების მომტანი აღმოჩნდა. ამაზე მეტყველებს პაციენტების გამოხმაურება, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მკურნალობის ამგვარმა გზამ შფოთვა შეუმსუბუქა და განწყობა გაუუმჯობესა.
"ამ პრობლემებთან გამკლავება ცოტათი მეტ დროსა და მხარდაჭერას მოითხოვს, სოციალიზაციის დანიშნულებით კი, შეგიძლია, ბევრი სხვადასხვა აქტივობით დაკავდე შენს ადგილობრივ თემში და ყველაფერი შეცვალო. თავად ვიყავი ჩართული რამდენიმე აქტივობაში და სარგებლიანი აღმოჩნდა. ამასთან, მისით ახალი მეგობრებიც შევიძინე, რაც, თავის მხრივ, ჩემი 'ნიჟარიდან' გამოსვლაში დამეხმარა", — ამბობს პროექტში ჩართული მონაწილე.
კოვიდპანდემია და სოციალიზაციის ნაკლებობა
პანდემიის პერიოდში მიღებული რეგულაციების გამო, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა თვითიზოლაციასა და კარანტინის რეჟიმში, როცა ახლობლებისა და მეგობრების მონახულების საშუალება არ ჰქონდათ. ამასთან, სხვადასხვა ადგილას — ქუჩაში, ღონისძიებებზე, მაღაზიასა თუ სამსახურში — ურთიერთობები მაქსიმალურად შემცირდა, ამდენად, მარტოობა ბევრი ადამიანისთვის დიდ პრობლემად იქცა.
როგორც ეს ბრიტანეთის მაგალითზე ჩანს, ქვეყნის მთავრობამ და ჯანდაცვის სექტორმა მენტალური ჯანმრთელობა საგულისხმო გამოწვევად აღიქვა და მასთან გასამკლავებლად ეფექტური გზების ძიება დაიწყო.
რადგან პანდემიის ვადები მის ეკონომიკურ-სოციალური შედეგების ხანგრძლივობას არ ემთხვევა, მნიშვნელოვანია, ადამიანებს საკუთარ მენტალურ კეთილდღეობაზე საზრუნავად შესაბამისი სერვისები მიეწოდოთ.
როგორც უკვე ვახსენეთ, მარტოობით გამოწვეული მენტალური პრობლემები პანდემიამდელ პერიოდშიც გავრცელებული იყო, შესაბამისად, მისი გამოწვევა მხოლოდ იზოლაციას არ შეუძლია; მარტოობის მიზეზად შესაძლოა არაჯანსაღი დამოკიდებულებებიც იქცეს.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები