საია: დუშეთის გამგებლის მიერ მოხმარებული საწვავით დედამიწის შემოვლაა შესაძლებელი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის თანახმადაც დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დუშეთისა და მცხეთის გამგებლებისა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორისა და მისი მოადგილის მიერ, 2015 წლის განმავლობაში ცალ-ცალკე მოხმარებული საწვავით დედამიწისათვის შემოვლაა შესაძლებელი, რიგ შემთხვევებში თითქმის ორჯერაც კი.
საიას მიერ წარდგენილი კვლევა - ავტომობილით დედამიწის გარშემო მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციისა და აღნიშნულ რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ (გარდა ყაზბეგისა) 2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის მოხმარებული საწვავის რაოდენობას შეეხება და გარდა ზემოაღნიშნულისა ირკვევა შემდეგი:
დუშეთის გამგებელმა 2015 წელს სულ 7174 ლიტრი ბენზინი გამოიყენა, რაც საშუალოდ თვეში 600 ლიტრი გამოდის. აღსანიშნავია, რომ მის მიერ ამ საწვავით განვლილი მანძილი არსად აღირიცხება, თუმცა გამოდის, რომ მან გასულ წელს 71 ათასი კილომეტრი გაიარა. ამასთან, საია აღნიშნავს, რომ რადგან ეკვატორის სიგრძე 40 ათასი კილომეტრია, გამოდის, რომ აღნიშნული რაოდენობის საწვავით დუშეთის გამგებელი დედამიწას თითქმის ორჯერ შემოუვლიდა.
აღნიშნულ რეგიონში სხვა მაღალჩინოსნების მიერ გასულ წელს მოხმარებული საწვავის რაოდენობა:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე - 6775 ლიტრი.
- მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი - 8987 ლიტრი.
- მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - 5077 ლიტრი.
- მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - 4556 ლიტრი.
კვლევის შედეგების თანახმად, ორგანიზაცია ამბობს, რომ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ (გარდა ყაზბეგისა) საწვავის სამსახურებრივი მიზნებისათვის მოხმარებული ოდენობა სულ 264 ტონაზე მეტს შეადგენს და შემდეგ პრობლემებზე საუბრობს:
"არ ხორციელდება სამსახურებრივი მიზნებისათვის გახარჯული საწვავის სათანადო აღრიცხვა. შესაბამისად, მაღალია საწვავის არარაციონალური და პირადი მიზნებისათვის გამოყენების საფრთხე. მცხეთა-მთიანების ადმინისტრაციის, ქალაქ მცხეთის, ასევე დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტების მიერ 2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა ბევრად დიდია, ვიდრე ეს მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების მიერ არის გახარჯული 2015 წლის განმავლობაში".
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები