თვითმმართველობის არჩევნებზე გირჩს მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები არ ეყოლება
თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებზე გირჩს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლება. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ჰერმან საბომ თქვა, გირჩი საკრებულოებში პარტიულ სიას წარადგენს, რომელიც შიდა პრაიმერიზით გამოვლინდება. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და "გირჩის სამეფოს" თავკაცი, ოთო ზაკალაშვილი წარადგინეს.
პარლამენტის დეპუტატი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები მათთვის "საპარლამენტო არჩევნებია".
"ჩემი, სანდროსი, იაგოს ლეგიტიმაციის არჩევნებია და ბუნებრივია, რომ ჩვენ გვსურს ამ არჩევნებზე მივაღწიოთ წარმატებას, ანუ მინიმუმ გავიმეოროთ ის შედეგი, რომელიც გვქონდა. პარლამენტარებს გვქონდეს განცდა, რომ ლეგიტიმურად ვზივართ და ლეგიტიმურად ვლაპარაკობთ იმას, რასაც ვლაპარაკობთ შემდეგი წლების განმავლობაში", — თქვა მეგრელიშვილმა.
გარდა ამისა, ჰერმან საბომ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ორი ფუნქცია აქვს — გირჩის შენარჩუნებისა და პროგრესის.
"შენარჩუნების იმიტომ, რომ იცით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ გირჩი გაიყო შუაზე და ძალიან არასასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, რომ ის ადგილები, რომელიც თქვენ გაქვთ, არის, ვთქვათ, ჯაფარას [ზურაბ ჯაფარიძის] რეიტინგით ან არ გეკუთვნოდათ და ა.შ. რა თქმა უნდა, ბოლო კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს მთლად ასე არ არის. პროგრესი სახეზეა, რეიტინგი არ დაგვეკარგა, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ მართლა მყარად შეგვეძლოს საუბარი ჩვენი ამომრჩევლის სახელით, ძალიან გვჭირდება ეს თვითმმართველობის არჩევნები, სულ მცირე ძველი შედეგის გამეორება", — განაცხადა საბომ.
რაც შეეხება პროგრესის ნაწილს, საბო ამბობს, რომ პარტიას ბევრი კარგი იდეა აქვს, რომელიც არ ხორციელდება, რადგან ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ ამას სერიოზულად ამბობენ:
"რაღაცნაირად ზურგი არ გვაქვს. მაგრამ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ზურგი გამყარდა და ჩვენს სიტყვას სხვა წონა შეეძინა, მაგრამ გირჩის სამეფოს ყველა სტრუქტურაში შეჟონვა და ექსპანსია არის ჩვენი მიზანია ამ არჩევნებზე".
საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, ოთო ზაკალაშვილი აცხადებს, რომ გირჩი დღეიდან აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაზე გადადის. ერთ-ერთი სიახლე ისაა, რომ პარტიის მიერ შექმნილი ციფრული ვალუტა — ქართული დოლარი, იგივე ჯედი კრიპტოვალუტა გახდება, რაც საშუალებას მისცემთ, გავიდნენ გლობალურ ბაზარზე და "მისწვდნენ სხვა ქვეყნების ლიბერტარიანელებს".
გარდა ამისა, პარტიაში განმარტავენ, რომ შეიცვლება შიდა პრაიმერიზის ჩატარების წესიც. ახალი ალგორითმით, გირჩის ქრიპტოვალუტა ჯედი "მაქსიმალური ეფექტურობით" დაიხარჯება.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები