პაპუაშვილი პრაიდზე: თუ მათ რაიმე ქმედება სურთ, სურთ, მაგრამ ამავე დროს, ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეფასება ჰქონდეს
ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი პრაიდის კვირეულზე ამბობს, რომ თუ "მათ [ორგანიზატორებს] რაიმე ქმედება სურთ, სურთ", მაგრამ ამავე დროს ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეხედულება და შეფასება ჰქონდეს. კითხვაზე — ეს შეფასებები ზღუდავს თუ არა გამოხატვის თავისუფლებას და ახალისებს თუ არა ჰომოფობიას, პაპუაშვილი გვპასუხობს, რომ სიტყვა ვინმეს ქმედებას ვერ შეზღუდავს.
"როგორ შეიძლება, სიტყვამ ვინმეს ქმედება შეზღუდოს. მან [ირაკლი კობახიძემ] გამოხატა თავისი პოზიცია ზოგადად, სიტყვა ვინმეს ქმედებას ვერ შეზღუდავს. თუ მათ რაიმე ქმედება სურთ, სურთ, მაგრამ ამავე დროს, ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეხედულება და შეფასება ჰქონდეს", — ამბობს ის.
მისივე თქმით, ყველას შეუძლია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც სხვადასხვა მიზნით ადამიანების თავყრილობას განსაზღვრავს.
"მეორე მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს შეფასებებს და მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, საერთო ჯამში, ყველამ უნდა ვისარგებლოთ ჩვენი კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის ჩარჩოში ვიმოქმედოთ, რაც კანონმდებლობის ჩარჩოშია, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებებით. მეორე მხრივ, ყველას აქვს [უფლება] საკუთარი შეფასებები გამოხატოს", — აცხადებს პაპუაშვილი.
- იმის გათვალისწინებით, რა მოქმედებებიც უძღვის ხოლმე, მიზანშეწონილი არ იქნება, ჩატარდეს — ღუდუშაური პრაიდზე
- ნებისმიერი აქცია სახელმწიფოს მიერ დაცული უნდა იყოს ძალადობისგან — მეგრელიშვილი პრაიდზე
28 ევროპარლამენტარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები და მათი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების განხორციელება უზრუნველყოს.
წერილში საუბარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი კომენტარზე, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარში უნდა გაუქმებულიყო. ევროპარლამენტარების შეფასებით, ეს განცხადება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
ისინი ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებსაც ახსენებენ და წერენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის მხრიდან მარშის მონაწილეების სათანადო და ეფექტური დაცვა უზრუნველყოს.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას აზრით, ევროპარლამენტარების მიმართვა საჭირო იქნებოდა, "ამის საფუძველი რომ არსებობდეს".
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადა მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.
გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.
თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.
ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.
- რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც ზიზღის ტალღის გარდა არაფერი მოაქვს, ამას ვერ ვხვდები — ელისაშვილი
- თუ გრძნობ, რომ შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, მორალური ვალდებულება აქვთ, თავი შეიკავონ — მაჭარაშვილი პრაიდზე
- კუჭავას აზრით, პრაიდის უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტარების მომართვა საჭირო იქნებოდა, "საფუძველი რომ არსებობდეს"
- კობახიძე პრაიდის კვირეულზე: სრული კონტექსტის გათვალისწინებით, უარი უნდა ეთქვათ ჩატარებაზე
- პრაიდზე საუბრისას ვოლსკი ამბობს, რომ პოპულარიზაციისა და რეკლამირების წინააღმდეგია
- დავით სერგეენკო ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და პრაიდს "ზომიერებისკენ" მოუწოდებს
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები