როგორ დავიცვათ თავი და რა გავაკეთოთ გველის კბენის შემთხვევაში — ჰერპეტოლოგის რჩევები
მოსახლეობაში გამოჩენის კუთხით ქვეწარმავლების აქტიურობა პიკს ამ პერიოდში აღწევს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი გვირჩევს, როგორ შეიძლება მათგან თავის დაცვა და რა რას ვაკეთებთ კბენის შემთხვევაში. კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზანდუკელმა თქვა, რომ ტრიალ მინდორზე, შუადღისას, ნებისმიერ გველთან შეხვედრის ალბათობა 1%-ია. მისივე თქმით, შეიძლება არც კი იყოს ერთი პროცენტი, რადგან ამ დროს ქვეწარმავალი ვერ აქტიურობს.
"პაპანაქება სიცხეში მისი სხეული იწვება და კვდება. თუმცა დილის, საღამოს ან ღამის საათებში, როდესაც, ვთქვათ, გიურზას აქტივობა არის ძალიან მაღალი, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ არეალში, სადაც გიურზის შეხვედრის ალბათობა გვაქვს დიდი, ჯოხი გვეჭიროს. მილიონში ერთი შეხვედრა ხდება, როდესაც ჩვენ ვადგამთ ფეხს. ძირითადად, ყველა ქვეწარმავალი, მათ შორის გიურზა გარბის ჩვენგან, როდესაც ჩვენ მისი მიმართულებით მივდივართ", — აღნიშნავს ზანდუკელი.
ჰერპეტოლოგის რჩევით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა გველს ფეხი დაადგა და ქვეწარმავალმა ის დაკბინა, პირველ რიგში, 112-ში უნდა დარეკოს და ნაკლები იმოძრაოს.
"სანამ სასწრაფო მოვა უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე, არა ალკოჰოლური. ალკოჰოლის მიღება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. არ შეიძლება ამოწვა, ამოწოვა, ლახტის დადება. ელასტიური ბენტის ოდნავ გადახვევა შეგვიძლია, რათა სისხლის მიმოქცევა ოდნავ შევაჩეროთ, თუმცა იმ დონეზე არ შეიძლება გადაჭერა, რომ სისხლი გაჩერდეს", — ამბობს შოთა ზანდუკელი.
მისივე თქმით, ეზოში ქვეწარმავლებს კომფორტული გარემო არ უნდა შევუქმნათ. საუბარია მაღალ ბალახზე, მოუვლელი ბუჩქნარსა და სამშენებლო ნარჩენებზე.
შოთა ზანდუკელის განცხადებით, გიურზების მომრავლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მთლიანობაში სურათი შეცვლილი არ არის. როგორც ის აღნიშნავს, მონიტორინგის სააგენტოში გველების თაობაზე 500-მდე შეტყობინება შევიდა, რაც ამ პერიოდში წინა წლებთან მიმართებით სრულიად იდენტურია.
"ის გველგესლები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ, ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი არცერთი მათგანის შხამი არ არის. მათი შხამის მოქმედების სიძლიერე არის ძალიან სუსტი, რომელიც მაქსიმუმ გულის რევის შეგრძნებას, სიცხის მომატებასა და ლოკლაურ ტკივილებს იწვევს რაღაც პერიოდის განმავლობაში. მეტ არაფერს, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანი ჯანმრთელია და არ აქვს ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები, ან ბავშვი ძალიან პატარა არ არის, ან ადამიანს ალერგია არ აქვს კონკრეტულ შხამზე", — ამბობს ჰერპეტოლოგი.
რაც შეეხება გიურზას, ზანდუკელის თქმით, გიურზას გავრცელების არეალი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოა, მოიაზრება თბილისის სამხრეთი ნაწილიც. მან, ასევე, აღნიშნა, რომ გველები ქალაქში არ ცხოვრობენ, არამედ იმ ბუნებრივ ნაწილში, რომელიც თბილისს ესაზღვრება.
ამის გამო კი ხდება შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ქვეწარმავალი ისეთ სივრცეებში ხვდება, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. თუმცა, ზანდუკელის თქმით, ეს არის ძალიან მცირე შემთხვევები. როგორც ის აღნიშნავს, წელიწადში ქალაქში გიურზას მოხვედრის წელიწადში, დაახლოებით, 3-დან 10 შემთხვევამდეა დაფიქსირებული.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები