ხელისუფლების ვალდებულებაა, უსაფრთხოება იყოს დაცული, მწამს, ასეც იქნება — სარჯველაძე ღირსების მარშზე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძეს სწამს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებას ღირსების მარშის დროს.
"ამისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული ყველასი, მათ შორის, ვინც ახორციელებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში რაიმე აქტივობას, რასაკვირველია, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და საამისოდ, რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული. მე მწამს, რომ ეს ასეც იქნება", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დეპუტატი ამბობს, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისთვის განსაკუთრებული როლი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ამ მიმართულებით და რასაკვირველია, რომ ის არის, ყველა შემთხვევაში, მოწოდების სიმაღლეზე საიმისოდ, რომ ეს უსაფრთხოება უზრუნველყოს", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გუშინ, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ სარჯველაძეს ოფიციალურად მიმართა, პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უსაფრთხოებაზე სასაუბროდ კომიტეტზე მოიწვიოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. სარჯველაძემ On.ge-ს უთხრა, რომ წერილი მიიღო, თუმცა იგი "არ იყო აკურატულად შედგენილი". მისივე თქმით, დაზუსტებების შემდეგ დაიწყებს საკითხზე მუშაობას, თუმცა არ არის დარწმუნებული, მოესწრება თუ არა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა უშუალოდ ღირსების მარშამდე.
5 ივლისს Tbilisi Pride ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
გაიგე მეტი:
- ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მეორე მხრივ, ძალადობა არ უნდა წავახალისოთ — იოსელიანი ღირსების მარშზე
- მე თუ მკითხავთ, არ იყო ამის აუცილებლობა — ზარქუა პრაიდზე
- პაპუაშვილი პრაიდზე: თუ მათ რაიმე ქმედება სურთ, სურთ, მაგრამ ამავე დროს, ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეფასება ჰქონდეს
- არ მიმაჩნია მიზანშეწონილად პრაიდის კვირეულის ჩატარება — კალაძე
- ვიმედოვნებ, ღირსების მარში მშვიდობიანად, ძალადობის გარეშე ჩაივლის — დეგნანი
- ნებისმიერი აქცია სახელმწიფოს მიერ დაცული უნდა იყოს ძალადობისგან — მეგრელიშვილი პრაიდზე
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები