ერთი ხელით არ უნდა გასცე ნებართვა და მეორე ხელით არ უნდა უთხრა, ნუ ჩაატარებო — ხაზარაძე პრაიდზე
პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო ღირსების მარშის ჩასატარებლად, ერთი მხრივ, ნებართვას გასცემს და მეორე მხრივ, ამბობს, რომ ნუ ჩაატარებთო.
"ჩემი პოზიციაა, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მორჩა და გათავდა. ეს დაცულია კონსტიტუციით. თუ რაიმე გამოხატვას, ან რაიმე ქმედებას სახელმწიფოსთვის მოაქვს ზიანი, მაშინ პოლიტიკოსი რომ ხარ, თუ ამ ზიანსა და საშიშროებას ხედავ, უნდა იმოქმედო ადეკვატურად. ადეკვატური მოქმედება ის არის, რომ ერთი ხელით არ უნდა გასცე ნებართვა და მეორე ხელით არ უნდა უთხრა, ნუ ჩაატარებო. ეს არის პრობლემა", — განაცხადა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.
მისი თქმით, კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები ამასთან დაკავშირებით "კეკლუცობაა".
"ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, არც გავურბივარ ასეთ კითხვებს და სანამ ასეთი კეკლუცობა არ იქნება აღკვეთილი, რაც ჩვენ კობახიძის და კალაძის განცხადებით მოვისმინეთ იმ ადამიანებისგან, ვინც არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში არასდროს კანონი არ იკანონებს. კეკლუცობა არის ის, რომ პრაიდის ჩატარების უფლება მისცა ხელისუფლებამ, ერთი ხელით აძლევდე ნებართვას, ეუბნებოდე რუსთაველზე ჩაატარე და მეორე ხელით ამბობს, რომ მოდი ნუ ჩაატარებთ, ეს არის კეკლუცობა. გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ ნებართვას, თუ ასეთი პრინციპული ხარ და ეს ემოციებზე მუშაობა, რომ კანონს არ ვარღვევ, მომმართეს და რუსთაველზე უნდა ჩავატარებინო, მერე ამას მოაყოლებ, რომ[...]", — განაცხადა ხაზარაძემ.
ლელოს ლიდერის თქმით,საპატრიარქომ დაინახა რისკი ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომ ეს შეიძლება დამთავრდეს ცუდად ქვეყნის სტაბილურობისთვის.
"უფრო მეტს ვიტყვი, თუ ხედავ, რომ ამას რისკი მოჰყვება და შენ ვერ იცავ ამას რაღაც მიზეზების გამო, ანუ პოლიცია ვერ იცავს, კანონს ვერ იცავ, მაშინ შენ ხარ პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, როგორც ხელისუფალი, შენ ხარ პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება მივიღოთ და დამაზიანებელი იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვის. ზუსტად ის, რაც საპატრიარქომ განაცხადა, რომ ისინი ხედავენ რისკს, საპატრიარქო ხედავს რისკს, რომ ეს შეიძლება დამთავრდეს ცუდად, ჩვენი სტაბილურობისთვის, სიმშვიდისთვის. საპატრიარქო ხედავს პრობლემას, კალაძე ამბობს, რომ მე მივეცი ნებართვა, მე მგონი, ქალაქი გასცემს ამ ნებართვას, მაგრამ მოდი ნუ ჩაატარებთ. შე, დალოცვილო, თუ პრობლემას ხედავ, თან ეუბნები არ ჩაატარო, თან ნებართვას იძლევი, ეს ორმაგი სტანდარტი ხომ უნდა დამთავრდეს", — ამბობს ხაზარაძე.
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით ჰომოფობიური განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო მიმართავს ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და სთხოვს, რომ თავი შეიკავონ თბილისი პრაიდის მხარდაჭერისა და "წახალისებისგან".
28 ევროპარლამენტარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები და მათი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების განხორციელება უზრუნველყოს.
წერილში საუბარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი კომენტარზე, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარში უნდა გაუქმებულიყო. ევროპარლამენტარების შეფასებით, ეს განცხადება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
ისინი ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებსაც ახსენებენ და წერენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის მხრიდან მარშის მონაწილეების სათანადო და ეფექტური დაცვა უზრუნველყოს.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას აზრით, ევროპარლამენტარების მიმართვა საჭირო იქნებოდა, "ამის საფუძველი რომ არსებობდეს".
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადა მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.
გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.
თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.
ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.
- რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც ზიზღის ტალღის გარდა არაფერი მოაქვს, ამას ვერ ვხვდები — ელისაშვილი
- თუ გრძნობ, რომ შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, მორალური ვალდებულება აქვთ, თავი შეიკავონ — მაჭარაშვილი პრაიდზე
- კუჭავას აზრით, პრაიდის უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტარების მომართვა საჭირო იქნებოდა, "საფუძველი რომ არსებობდეს"
- კობახიძე პრაიდის კვირეულზე: სრული კონტექსტის გათვალისწინებით, უარი უნდა ეთქვათ ჩატარებაზე
- პრაიდზე საუბრისას ვოლსკი ამბობს, რომ პოპულარიზაციისა და რეკლამირების წინააღმდეგია
- დავით სერგეენკო ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და პრაიდს "ზომიერებისკენ" მოუწოდებს
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები