დღეიდან კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს
დღეიდან, 30 ივნისიდან კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადადგილების შეზღუდვა პირველი ივლისიდან მოიხსნება. მოგვიანებით კი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რომ შეზღუდვა 30 ივნისს 23 საათიდან უკვე აღარ იმოქმედებს.
გადაადგილების შეზღუდვა, ანუ ე.წ. კომენდანტის საათი, 7 თვის წინ, უფრო ზუსტად კი 232 დღის წინ დაწესდა და 228 დღეა მოქმედებს. ეს ერთადერთი შეზღუდვაა, რომელიც მეორედ დაწესების შემდეგ, არც წინა და არც მოქმედ სამთავრობო გუნდს არ მოუხსნია და გამონაკლისის სახით, მხოლოდ 4 ღამით გაუქმებით შემოიფარგლა.
კომენდანტის საათი საქარველოში
კომენდანტის საათი ვირუსის პირველი ტალღის დროსაც გვქონდა, როცა ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა, ის მხოლოდ 53 დღე გაგრძელდა. მაშინ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 31 მარტს დაიწყო და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდებოდა. 23 მაისს კი საგანგებო მდგომარების გაუქმებასთან ერთად, მოიხსნა.
მეორე ტალღისას, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 7 ნოემბერს დაწესდა და 9 ნოემბერს შევიდა ძალაში. მაშინ, საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე პერიოდს შეეხო. გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურისას დაუშვეს, როცა ორი ღამით, შეზღუდვა გააუქმეს.
არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, 28 ნოემბერს საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და 1 საათით წინ გადმოწია: გარეთ გასვლა 21:00-დან აიკრძალა. ამის შემდეგ კომენდანტის საათი მხოლოდ ორჯერ მოიხსნა — ახალ წელს და მართლმადიდებლური შობის ღამეს. იგივე გამონაკლისი არ დაუშვა მთავრობამ სხვა კონფესიებისთვის, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. მაშინ მრევლს ტაძარში მისასვლელად საშვის აღებისკენ მოუწოდეს.
იყო კიდევ ერთი "შემსუბუქება" — 28 მარტს საქართველო ესპანეთის მატჩის ბილეთის მფლობელებს ღამის 01:00 საათამდე ჰქონდათ გარეთ ყოფნის უფლება. თუმცა, იგივე უფლებებით არ აღჭურვა საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანული თემი, რომლებმაც 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ღამით კომენდანტის მოხსნა ითხოვეს.
დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდა მთავრობას კათოლიკე ეკლესიასთანაც, რომელმაც 4 აპრილს აღდგომის აღსანიშნავად კომენდანტის საათის მოხსნა ითხოვა — საბჭომ მათთვის გამონაკლისი არ დაუშვა, ამიტომ ღამისთევის მსახურება დღის საათებში გადმოიტანეს.
მაისში შეიქმნა პეტიცია, რომელსაც კომენდანტის გაუქმების მოთხოვნით 28 000 ადამიანმა მოაწერა ხელი. 17 მაისს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათმა 23 საათამდე გადაიწია. პირველ ივნისს კი კომენდანტის საათს ისევ შეეხო ცვლილებები, ოღონდ ამჯერად პირიქით, დილის 5-დან 4-მდე გადმოიწია.
პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა კომენდანტის საათი არაერთხელ დაარღვიეს. იმართებოდა საპროტესტო აქციები და მსვლელობები. აქტივისტების ნაწილი ღამეს ქუჩაში ათევდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, უმეტესად მათ ადგილზე არ აჯარიმებდნენ და საჯარიმო ქვითრების მხოლოდ მეორე დღეს მისდიოდათ. ისინი გადახდაზე უარს ამბობენ და ასაჩივრებენ.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები