ზუმერული ტესტდრაივი — გაინავარდე, რას ელოდები
ბოლო დროს ქალაქში ელექტროსკუტერებზე ამხედრებული რაინდები გამოჩნდნენ: ქუჩებში სწრაფად, უხმოდ და უპრობლემოდ გადაადგილდებიან. არც საცობები აწუხებთ და პარკინგზეც არ დარდობენ.
გადაადგილების ეს მომხიბვლელი საშუალება უფრო და უფრო პოპულარული ხდება და სკუტერებით მოსეირნეთა რიგებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები უერთდებიან.
ისინი, ვისაც საკუთარი ელექტროსკუტერის ყოლა სურს, ხშირად ერთ შეფერხებას აწყდებიან — ყიდვამდე სასურველი მოდელების გამოცდის შესაძლებლობა არ აქვთ. არადა, სანამ ყოველდღიური გადაადგილების მეგზურს აირჩევ, მოწყობილობის რეალური შესაძლებლობებიც გაინტერესებს.
ტრენდების სათავეში მყოფი ზუმერი ამჯერად ზუმერული ტესტდრაივების სერიას აანონსებს — 30 ივნისიდან მოხალისეებს სკუტერის გამოყენების წესებსა და მოვლაზე უფასო ტრენინგები ჩაუტარდებათ და რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად გასეირნებასაც შეძლებენ. ზუმერი მოხალისეებს ტესტდრაივის მიღმა სიმბოლურ საჩუქრებსაც ჰპირდება.
საჭიროა, მხოლოდ მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
და მაინც, რატომ უნდა გამოსცადო ელექტროსკუტერი?
სკუტერი გადაადგილების მარტივი და პრაქტიკული საშუალებაა, ეკონომიურიცაა და ეკოლოგიურიც. არ აბინძურებს გარემოს, ქალაქსაც ნაკლებად ტვირთავს და პარკინგის პრობლემაც მოგვარებულია.
ამ ცალსახად დადებითი მხარეების მიუხედავად, გადაადგილების ეს საშუალება ბევრისთვის კვლავ უცხო ხილია. ზოგმა გამოყენებისა და მოვლის წესები არ იცის; ზოგი დამოუკიდებლად მგზავრობას ვერ ბედავს; ზოგი კი, უბრალოდ, მოზარდების გასართობად თვლის და არც უფიქრია, თავადაც ყოველდღიურად გამოიყენოს.
ზუმერს, მოგეხსენებათ, მომხმარებლებზე ზრუნვა ძალიან უყვარს. ამიტომ ახლაც ცდილობს, ადამიანებს ცხოვრება გაუადვილოს და ტრანსპორტის ამ ახალ ფორმასთან უსაფრთხო ურთიერთობა ასწავლოს.
ტესტდრაივამდე...
სანამ ტესტდრაივზე აღმოჩნდებით, ცოტ-ცოტა ტექნიკური დეტალების ცოდნაც არანაკლებ სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს: სკუტერის საჭეზე ეკრანია დატანილი, რომელზეც საბაზისო ინფორმაციაა (სიჩქარე, რეჟიმი, ელემენტის მდგომარეობა, ტემპერატურა, ფარანი...) გამოსახული. სანავიგაციო ღილაკზე დიდხნიანი დაჭერით სკუტერის ჩართვა-გამორთვაა შესაძლებელი.
ზოგადად, ზუმერში Xiaomi-ს ბრენდის სკუტერებია ხელმისაწვდომი და სკუტერის სრულფასოვნად გამოყენებისათვის სკუტერის Mi Home აპლიკაციასთან დაკავშირებაა აუცილებელი. აპლიკაციით ვაკონტროლებთ სკუტერის მდგომარეობას, ვხედავთ ,რა დონეზეა დამუხტული, რა მდგომარეობაშია საბურავები... შეგვიძლია, დავბლოკოთ/განვბლოკოთ ის, ვისარგებლოთ კრუიზკონტროლით, გავუკეთოთ სისტემური განახლება და მრავალი სხვა.
ელემენტები იონური ტექნოლოგიით არის დამზადებული და როგორც Xiaomi ამბობს, 500-ჯერ სრული დამუხტვის შემდეგ რესურსის დაახლოებით 70% ნარჩუნდება. ელემენტებს განსაკუთრებული დაცვა არ აქვთ და, რასაკვირველია, მოფრთხილებას საჭიროებენ, თუმცა საქართველოში არ ფიქსირდება ისეთი ტემპერატურა, რომელიც ელემენტებს მწყობრიდან გამოიყვანს. ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ზამთარ-ზაფხულ სკუტერს ღია ცის ქვეშ არ ვტოვებდეთ.
მოდელს Mi Electric Scooter 1S EU-ს IP54 წყლისგან დაცვის ხარისხიც გააჩნია, რაც წვიმიან ამინდშიც იძლევა გადაადგილების შესაძლებლობას. მოცურებისგან E-ABS ტექნოლოგიაც გვიცავს, თუმცა მაინც უმჯობესია, უმეტესწილად მშრალ საფარზე ვისეირნოთ.
მარტივად კეცვადი და კომპაქტური სკუტერის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატანა, მანქანის საბარგულში განთავსება ან სულაც სახლში ასვლისას ხელით ატანაც შესაძლებელია, წონა სულ რაღაც 12 კილოგრამია. ასე რომ, პრობლემა არ არის — დაკეცავ, სასურველ ადგილას წაიღებ, გაშლი და ლაღად გაქროლდები.
თუ სკუტერის სიმარტივემ და პრაქტიკულობამ უკვე მოგხიბლა, აღარ გადადო სკუტერით გადაადგილების სწავლა! და თუ კვლავ სკეპტიკურად ხარ განწყობილი, იქნებ ზუმერული ტესტდრაივის შემდეგ შეიცვალო აზრი.
ინავარდე, რას ელოდები?!
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
კომენტარები