ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გადადგა. ფეისბუქპოსტზე ის წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

21 ივნისს პარლამენტში ყოფნინას თამარ ჟვანია ამბობდა, რომ "არსად წასვლას არ აპირებდა". აღნიშნული განცხადებიდან 9 დღის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გადადგა. თავის პოსტში ჟვანია აღნიშნავს, ამ თემაზე მედიასთან დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. მისივე თქმით, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.

"იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.

შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას", — წერს ჟვანია.

2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას მოითხოვდა. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა ჟღედრებოა ელჩების ფასილიტაციით გამართულ შეხვედრების პერიოდშიც. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნებს არ იციარებდნენ ქართულ ოცნებაში.

საარჩვენო კანონმდებლობის რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. 28 ივნისს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ცვლილებები საარჩვენო კოდექსში, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალ წესს ითვალისწინებს.