ონლაინ ძალადობა საარჩევნო კამპანიის შემდეგაც გამოვიარე — ზურაბიშვილი პარიზის ფორუმზე
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში Generation Equality Forum-ზე სიტყვით გამოსვლის დროს გამოწვევებზე საუბრისას ონლაინ ძალადობაზეც ისაუბრა და ამ კუთხით თავის გამოცდილებასაც გაუსვა ხაზი. ზურაბიშვილის თქმით, ონლაინ ძალადობა საარჩევნო კამპანიის დროს და მის შემდეგაც გამოიარა.
"ასევე, მინდა შევეხო ორ კონკრეტულ გამოწვევას, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქვეყნისათვის საერთოა. ეს არის ქალთა მიმართ ონლაინძალადობა და მე შემიძლია ამაზე საუბარი, რადგან მე ეს გამოვიარე ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს და არა მხოლოდ იმ პერიოდში, არამედ შემდეგაც. ეს ის საკითხია, რომელიც ხელს უშლის და ზღუდავს პოლიტიკაში ქალების ჩართულობას, რადგან შეტევა სხვა მეთოდებით მათზე პიროვნულად ხორციელდება და ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს ამ პრობლემას, თუ გვსურს, რომ ხვალ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უპირველესად ქალები არიან ყოველდღიური ოკუპაციის ძალადობის მსხვერპლნი, ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან!
და მე შემიძლია ამაზე აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მყოფი ქალების სახელით ვისაუბრო. მინდა ვესაუბრო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს, ვინც ამ სიტუაციაშია და ვუთხრა, რომ ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ, ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის, წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი ადამიანისკენ მიმართული სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმის — ეს არის ჩვენი მესიჯი დღეს! — განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, როგორც მსოფლიოში არჩეული 9 ქალი პრეზიდენტის ერთადერთი წარმომადგენელი.
"მსოფლიოში ქალი პრეზიდენტები ძალიან ცოტანი არიან, ამასთან, მსოფლიოში 13 ქალი პრემიერმინისტრია, თუმცა ქალი ლიდერების ეს რაოდენობა ამ ბრძოლაში საკმარისი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალ ლიდერებს ამ მიმართულებით უფრო მეტი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, იმისათვის, რომ ხვალ თანასწორობას მივაღწიოთ. საჭიროა არსებობდეს უფრო მეტი ქალი ლიდერი, რადგან მხოლოდ ასე განვახორციელებთ ცვლილებებს", — აცხადებს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილის თქმით, ესმის მისი პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ორ კოალიციას უერთდება.
"სტამბოლის კონვენცია ქართულ კანონმდებლობაში სრულად აისახება. ეს არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო და ვალდებულება, რომლის ბოლომდე მისაყვანად მე ყველაფერს გავაკეთებ", — თქვა მან.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ აღებული მეორე ვალდებულება შეეხება იმას, რომ ქალებმა იპოვონ საკუთარი ადგილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში. ეს სექტორი ყველა ქვეყნის მომავალს წარმოადგენს და ქალები უნდა იყვნენ და უფრო მეტიც, ისინი თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი.
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
კომენტარები