თამაშით სწავლება — როგორ გავატაროთ ზაფხული ბავშვებთან ერთად
ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!
თამაშთან ერთად მხიარული, ცხელი და ბედნიერი არდადეგების დროც მოვიდა!
რა გავაკეთოთ? როგორ გავერთოთ? რა ვითამაშოთ? რა ვისწავლოთ? როგორ გავატაროთ დრო საინტერესოდ? — არდადეგების დაწყებასთან ერთად, უამრავი ასეთი კითხვა ჩნდება და მშობლებიც ვიწყებთ საზაფხულო რუტინის შედგენას ბავშვებისთვის სავალდებულო თუ საყვარელი საქმიანობების ჩამონათვალით. როგორ უნდა გაატარონ დრო ბავშვებმა, როდის იკითხონ, რამდენი იკითხონ, როდის დაისვენონ, როგორ გაერთონ, როგორ მოვარიდოთ ეკრანს და ა.შ. განაწესების შედგენა მშობლების საყვარელი საქმიანობაა, მაგრამ ბავშვები ფიქრობენ, რომ სავალდებულო განაწესები კარგია, თუმცა, თამაშს ალტერნატივა არ აქვს და მით უმეტეს ზაფხულში.
მშობლებიც და შვილებიც ერთ რამეში შეიძლება შეთანხმდნენ — ბავშვისთვის თამაშს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ სწავლა თამაშითაც შეიძლება და ეს პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო და მხიარულია, სწავლების შედეგები კი — უფრო ეფექტური, თუ მშობელიც ჩართულია ბავშვთან ერთად აქტივობაში. რას დააგროვებს თქვენი შვილი თავისი მოგონებების სკივრში მხიარულ თამაშსა და სასიამოვნო დროის ერთად გატარებაზე უკეთესს?!
რა გავაკეთოთ ზაფხულში ჩვენს ბავშვებთან ერთად თავისუფალ დროს? — ცხელი შუადღეების მხიარულად გასატარებლად მშობლებს ბევრი რამ შეიძლება მოაფიქრდეთ, ერთ-ერთი კი ბავშვებისათვის ისეთი აქტივობების შეთავაზებაა, რომლებიც მათ შემეცნების ახალ ფორმებს აღმოაჩენინებს ან უკვე არსებულ ცოდნას განუმტკიცებს.
თუ თქვენი შვილი სკოლაში წასასვლელად ემზადება ან უკვე სწავლობს დაწყებით სკოლაში სულაკაურის გამომცემლობას თქვენთვის კარგი ამბავი აქვს: თქვენ ერთდროულად შეძლებთ, თამაშის სიამოვნებაც არ მოაკლოთ თქვენს პატარას და მის ინტელექტუალურ განვითარებაზეც იზრუნოთ.
შემეცნებით გასართობებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბავშვის განვითარების პროცესში. სწორედ ამ საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრების გათვალისწინებით შეიქმნა ჩემი სკოლა — შემეცნებითი ყუთების სერია. სერია განკუთვნილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და დაყოფილია როგორც სასკოლო საგნების, ისე კლასების მიხედვით. სერიის კონცეფცია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სტანდარტებს ეყრდნობა. ჩემი სკოლის სერიაში წარმოდგენილი სხვადასხვა შინაარსის თუ ფორმატის რესურსები — ლოტო, ბარათები, მოძრავი რიცხვები და ასოები — შექმნილია იმ მიზნით, რომ სკოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და უკვე სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებაში დაეხმაროს ბავშვებს.
თამაშით სწავლება სწავლების ეფექტიან მეთოდს წარმოადგენს და სასწავლო პროცესს უფრო მეტად საინტერესოს და სახალისოს ხდის. თამაშით ბავშვები არამარტო ერთობიან და მხიარულად ატარებენ დროს, არამედ ბევრ საჭირო უნარსაც გამოიმუშავებენ: სწავლობენ გუნდურად მუშაობას, უვითარდებათ კონცენტრაციისა და შემოქმედებითი უნარები, უძლიერდებათ წარმოსახვა, იმდიდრებენ ლექსიკას. სწორედ ამიტომ, თამაში ბავშვის განვითარების საუკეთესო საშუალებაა და ორმაგად საინტერესოც, რადგან ახლის შემეცნება ძალდატანების გარეშეა შესაძლებელი.
თუ გინდათ, რომ ითამაშოთ, უნდა ითამაშოთ! ყუთებში კი თამაშისთვის ბევრი საინტერესო რამ დაგხვდებათ: იაკობ გოგებაშვილის დედა ენის მიხედვით შედგენილი ლოტო, რომელიც ოთხ თამაშს მოიცავს; მოძრავი ანბანები და რიცხვები, რომლებიც შედგება ილუსტრირებული წიგნებისა და სათამაშო დაფებისგან; და როგორ ვითამაშოთ? ამისათვის საჭიროა, მშობლებმა ყველა საქმე გვერდზე გადავდოთ, შვილები ახლოს შემოვიკრიბოთ და შემეცნებითი ყუთებიდან სასურველი ყუთი ავირჩიოთ. "ცქვიტი და ძალზე მხდალი გარეული ცხოველი რომელია? — ამ ან სხვა შეკითხვამ შეიძლება უფროსიც კი დააბნიოს, მაგრამ არა უშავს, უფროსებმაც ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ ბავშვებთან ერთად თამაშისას, ჩემი სკოლის საინტერესო და ჯადოსნური ყუთების გახსნის შედეგად.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები