ევროკავშირი ფერმებში ცხოველების დამწყვდევის აკრძალვას გეგმავს
30 ივნისს ევროკომისიამ განაცხადა, რომ მოქალაქეების პეტიციის საფუძველზე მათ ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს, რომლის მიზანიც ფერმერულ მეურნეობაში ცხოველების დამწყვდევის აკრძალვაა.
კომისიის თქმით, კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ 2023 წელს შევა ძალაში, 2027 წლისთვის დატყვევებული ცხოველების ფერმის პრაქტიკის აღმოფხვრასა და, საბოლოოდ, აკრძალვას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინიციატივას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
პრაქტიკის აკრძალვა ფერმერულ მეურნეობაში ჩართულ ყველანაირ ცხოველს მოიაზრებს, მათ შორის ბოცვრებს, ვარიებს, იხვებსა და ბატებს. კვერცხისმდებელი ქათმები, ღორები, რომლებსაც გოჭები ჰყავთ და ხბოები დამწყვდევისგან უკვე დაცულები არიან ევროკავშირის კანონმდებლობით (მიუხედავად იმისა, რომ კვერცხისმდებელი ქათმებისთვის დასაშვებია "მოწყობილი" გალიები, სადაც იმაზე ცოტათი მეტი სივრცეა, ვიდრე ქათმებისთვის ჩვეულებრივაა ხოლმე განკუთვნილი).
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ მის აღსრულებასა და გათვალისწინებული წესების დაცვაზე ევროპარლამენტი და ორგანიზაციის 27 ქვეყნის მთავრობები იქნებიან პასუხისმგებელნი.
"ცხოველები მგრძნობიარე არსებები არიან და ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, რომ ეს ფერმებში მყოფი ცხოველების პირობებზე აისახოს", — განაცხადა ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარმა, სტელა კირიაკიდესმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ცხოველთა საარსებო პირობების სტანდარტები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ფერმებში ბოცვრების 90 პროცენტი გალიებში ცხოვრობს, 2019 წლის მონაცემებით კი კვერცხისმდებელი ქათმების ნახევარიც დამწყვდეულია.
"ის ისტორიული მომენტია, როცა სიტუაცია უკეთესობისაკენ იცვლება. ცხოველთა უფლებადამცველმა მოძრაობამ ნამდვილად მოახერხა, საფუძველი ჩაეყარა ახალი ეპოქისათვის", — ამბობს ოლგა კიკუ, კამპანიის ხელმძღვანელი და პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი.
ინიციატივას მხარი დაუჭირა და ფერმებში არსებულ პირობებზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტმაც.
კომისიის განცხადებით კი, ფერმერები ევროკავშირისგან სუბსიდიებს მიიღებენ, რათა საქმიანობის ახალ სისტემაზე გადაეწყონ. ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ასევე შეუძლიათ, ევროკავშირს კოვიდპანდემიიდან აღსადგენად განკუთვნილი $951 მილიარდიდან წილის გამოყოფის თხოვნით მიმართონ.
სამომავლოდ ბრიუსელში ევროკავშირის ცხოველთა პირობების გასაუმჯობესებლად მიღებული კანონპროექტების გაფართოებასაც აპირებენ.
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
კომენტარები