ბისმუთი არის მძიმე, მსხვრევადი მეტალი, რომელიც დნობისას ქმნის ფერად გეომეტრიულ კრისტალებს, შემდეგ კი ნელა ცივდება.

მეცნიერები, როგორიც არის რობერტ ჰოი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მასალების დეპარტამენტის ლექტორი, იყენებენ ბისმუთზე დაფუძნებულ სტრუქტურას ფოტოვოლტაიკებში, რომლებიც სინათლეს ენერგიად გარდაქმნან. ბისმუთს აქვს უნიკალური ელექტრონული თვისებები, რომლებიც მას არა მხოლოდ კარგ კანდიდატად აქცევს მზის პანელებში გამოყენებისთვის, არამედ საუკეთესოდ შიდა მოხმარებისთვისაც, ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი ფოტოვოლტაიკები კარგად არ ასრულებენ საქმეს.

ეს ნიშნავს, რომ ერთ დღესაც შეიძლება მან ჩაანაცვლოს მილიარდობით ელემენტი, რომლებიც შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად: სახლის სენსორებში და სამედიცინო დანადგარებში.

ფოტო: imgur

ბისმუთს სინათლის შთანთქმის უნარი აქვს და ის ელემენტის იდეალური შემცვლელია, რადგანაც სრულიად არატოქსიკურია. განსხვავებით სხვა მეტალებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანებსა და გარემოს, ბისმუთი არადამაზიანებელია. თუ ის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, ის არ გაავრცელებს ტოქსიკურ ნივთიერებებს ნიადაგსა და წყალში.

ნახეთ ვიდეო იმაზე, თუ რა აღმოჩენები არსებობს ბისმუთთან დაკავშირებით: