სტარტაპერის მონაწილე "სამბრელა" მობილურ თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის
"სამბრელა" 2019 წელს დაფუძნებული თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სტარტაპია. სტარტაპის მთავარი მიმართულება მობილური თამაშების განვითარებაა. კომპანიას ოთხი, განსხვავებული პროფესიული გამოცდილების დამფუძნებელი ჰყავს, რომლებიც სტარტაპის სხვადასხვა მიმართულებას უძღვებიან.
ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე ხაზს უსვამს "სამბრელას" მიერ შექმნილი თამაშების სპეციფიკას, რომელიც სტარტაპის შექმნისთანავე განისაზღვრა:
"კომპანიის დაფუძნების მომენტისათვის მსოფლიოში თამაშების ახალი ტრენდი იყო – თამაშები, რომლებსაც სმარტფონში ტვირთავ, რომლებიც არ მოითხოვს რთული გადაწყვეტილებების მიღებას და იოლი სათამაშოა, მათ ერთი თითით თამაშობ. იმ დროს, 2019 წელს, საქართველოში არ იყო ცნობილი კომპანია, რომელიც მსგავს თამაშებს შექმნიდა. ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე ნიჭიერ გეიმ-დეველოპერს და ძალიან მალე შევძელით ამ ტიპის თამაშების შექმნა. სტარტაპერის ფარგლებში თიბისისთან თანამშრომლობა დავიწყეთ და შესაბამისი შეღავათებითაც ვისარგებლეთ, თიბისის მხარდაჭერა ძალიან წაადგა ბიზნესის განვითარებას," - ამბობს "სამბრელას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე.
"სამბრელას" მიერ შექმნილ პირველივე თამაშს 300 000 ჩამოტვირთვა ჰქონდა. ამან საბოლოოდ დაარწმუნა სტარტაპერები, რომ ამ საქმის თამამად გაგრძელება შეიძლებოდა.
"ახალი თამაშის ტესტირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება. ჩილე, ნიგერია და ფილიპინები — პირველი თამაშის შემთხვევაში სწორედ ესენი იყო "ჩვენი" ქვეყნები, ანუ ჩვენს თამაშს ამ ქვეყნებში ჰქონდა ყველაზე მეტი ჩამოტვირთვა. დასაწყისში რთული სავარაუდოა, რომელი ქვეყნები აიტაცებენ შენს მიერ შექმნილ თამაშს. ყველაფერი დამოკიდებულია ტრენდებზე, რომლებიც იმ მომენტშია დომინანტური მოცემულ ქვეყანაში. მსოფლიო ტრენდების ცოდნა და მათთვის მუდმივად თვალყურის დევნება ჩვენი მსგავსი კომპანიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა".
"სამბრელას" მომდევნო თამაშების წყალობით გეოგრაფიული არეალი საგრძნობლად გაფართოვდა და სტარტაპის ახალი პროდუქცია უკვე გერმანიასა და საფრანგეთში, მოგვიანებით კი კანადაში გახდა პოპულარული. სტარტაპი იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე მისი დამფუძნებლები ვარაუდობდნენ.
"მსგავსი ტიპის კომპანიას ესაჭროება გეიმ-დიზაინერი, გეიმ-დეველოპერი, ანიმატორი, რომელიც დიზაინერის მიერ უკვე შექმნილს აამოძრავებს. ასევე საჭიროა ადამიანი ზოგადი მარკეტინგისათვის, პირველადი მონეტიზაციის განსასაზღვრად. დასაწყისში ოთხი ადამიანი ვიყავით, მაგრამ ნელ-ნელა გავიზარდეთ და ერთ წელიწადში უკვე თორმეტი თანამშრომელი გვყავდა. ჩვენ ვაკეთებთ თამაშს, ვაკეთებთ პირველად ტესტს, მონეტიზაციასა და ფაბლიშინგში კი უკვე ფრანგული და ამერიკული კომპანიები ერთვებიან".
საქართველოში მობილური თამაშების განვითარებაზე მომუშავე რამდენიმე კომპანია არსებობს. მათი ნაწილი ეგრეთწოდებული "დიდი თამაშების" განვითარებაზე მუშაობს, ნაწილი კი, "სამბრელას" მსგავსად, მობილურ თამაშებს ქმნის.
"საქართველოში გეიმ-დეველოპმენტი სიახლეა. აქამდე, ძირითადად, უცხოურ კომპანიებს ემუშავებოდნენ ქართველი დეველოპერრები. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ის გეიმ-დეველოპერები, რომლებიც აქამდე საქართველოდან გადიოდნენ და სხვა ქვეყნებში ამჯობინებდნენ მუშაობას. საქართველოში ამ სფეროში დიდი კონკურენცია არ არის. ჩვენი დიდი უპირატესობა უკვე მიღებული გამოცდილებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შეცდომები აღარ დავუშვათ".
მსგავსი კომპანიების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული დიზაინისა და ჟანრის თამაში ჰქონდეთ პორტფელში.
"ვცდილობთ, ყველა ტიპის აუდიტორია მოვიცვათ, განსხვავებული ინტერესის ადამიანები მოვიზიდოთ. როგორც წესი, შექმნილი თამაშების 80% არ არის მომგებიანი, მაგრამ საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლის 20% შენი ერთგული დარჩეს, ანუ ხშირად ამოწმოს, რა სიახლეებია, რა ახალ თამაშებს სთავაზობ. დღეისათვის 25-მდე თამაში გვაქვს შექმნილი."
ასევე, 2021 წელს "სამბრელას" დაემატა სარეკლამო ქონთენთის შექმნის და გავრცელების მიმართულება. დაგროვილი გამოცდილებით გუნდთან ერთად დავიწყეთ ზემოხსენებული სერვისის შეთავაზება სხვადასხვა დაინტერესებული კომპანიისთვის. დღეს, გვყავს ქართველი, ევროპელი და ემირატელი მომხმარებლები და ვგეგმავთ ამ სერვისების ავტომატიზირებას."
"სამბრელა" დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო თამაშებს, რომლებიც კომპანიაში ცალკე მიმართულებას წარმოადგენს. მომავალში ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავენ, იმის მიუხედავად, კომერციულად მომგებიანი იქნება თუ არა ეს წამოწყება. ამ შემთხვევაში, "სამბრელას" გუნდისთვის სოციალური პასუხისმგებლობა გაცილებით მნიშვნელოვანია.
"სამბრელას" სხვა სამომავლო გეგმებში გეიმ-დეველოპერებისთვის მუდმივი ტრენინგების გამართვაც შედის. სტაჟის გავლის შემდეგ კომპანია მათ "სამბრელაშივე" დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
კომენტარები